image
ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი, პ. ბოჩიკაშვილი

ანალოგური და ციფრული მოწყობილობების კომპიუტერული მოდელირება proteus-ის ბაზაზე
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 513.21

ლაბორატორიული სამუშაოები შედგენილია «Labcenter Electronics» ფირმის გამჭოლი და პროექტების კომპიუტერული პროგრამა «Proteus» 8.4-ის“ (პროტეუსის) საფუძველზე.

სისტემას აქვს ელექტრონული კომპონენტების მოდელების ფართო ბიბლიოთეკა სხვა სის­ტემებთან შედარებით. შეგვიძლია შევქმნათ მოწყობილობები დაწყებული მათი გრაფიკული გამოსახულებებიდან და დამთავრებული მოწყობილობის ბეჭდური პლატით.

მაგალითების კატალოგი მოიცავს როგორც მარტივ ანალოგურ მოწყობილობებს, ისე რთულ ციფრულ სისტემებს. ხელმისაწვდომია ელემენტების მოდელების დიდი ბიბლიოთეკა, რომელთა შევსება შეიძლება  საკუთრივ მომხმარებელმაც მოახდინოს.

ნაშრომში  ლაბორატორიული ამოცანები შესრულებული აკომპიუტერული მოდელირების გამოყენებით. როგორც ანალოგური, ისე ციფრული სქემების ბაზაზე.

მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოს დასახელება და თემატური დანიშნულება; მომდევნო ეტაპზე მოცემული მოკლე თეორიული ცნობები ასახავს ლაბორატორიული სამუშაოს თეორიულ შინაარსს და მისი გადაწყვეტის გზებს; ექსპერიმენტული ნაწილი არის ლაბორა­ტორიული სამუშაოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელშიც აღწერილია, როგორ ხდება მოდელირების პროცესი კომპიუტერული პროგრამა «Proteus 8.4“-ის საშუალებით. ამ შემ­თხვევაში გამოიყენება აღნიშნული პროგრამის პირველი ნაწილი - ISIS. შემდეგ ხდება მო­დე­ლირებული პროგრამის გაშვება, ხოლო ბოლო ეტაპზე მიღებული შედეგების ფიქსირება და ანალიზი.

განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამა „მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი“-ს მიხედვით.

 

 

image
გ. ხვიჩია, მ. სილოგავა

კვანძის აწყობა

უაკ: 694.6

სახელმძღვანელოში მოცემულია ზედაპირის ზომებისა და ხარისხის სიზუსტის პარა­მე­ტრები; მათი გაზომვისა და კონტროლის საშუალებები; ლილვის, ღერძის, მილისის, მილტუჩის, საყელურის, კბილანის, კორპუსული დეტალების, საკისრების, ქუროების, კბილა­ნური, პლანეტალური, ჭია გადაცემების მუშა ნახაზების კონსტრუქციები და მათი  აღწერა, აწყო­ბის ტერმინები, აწყობის სქემები, აწყობის ტექნოლოგიური პროცესის მაგალითები; შედუღებით, სოგმანური, შლიცური, მოქლონური, კონუსებით, ღვედური შეერთების, ჭიაკბილანის, მრუდ­ხარა ბარბაცა მექანიზმის, მორგვისა და საბიძგელას კვანძების აწყობა; სახასიათო დეტალების მუშა ნახაზები და კვანძის აწყობის მაგალითები.

ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წარმოებაში მომუშავე მუშების მოსამზადებლად.

 

 

image
გ. ხვიჩია, მ. კოტრიკაძე, მ. სილოგავა

საზეინკლო საქმე

უაკ: 683.3

ნაშრომში მოცემულია ზოგადი მითითებები ნახაზის შესრულების შე­სახებ, აღწერილია მისი გაფორმების მოთხოვნები, ზედაპირის ხარისხი, ზო­მების, ზო­მებზე დაშვების, ზღვრული გადახრის დატანის, ჩასმის ჩვენების ვარი­ანტები, დეტალის მუშა ნახაზის გაფორმების მაგალითი. აღწერილია საზომი და სა­კონ­ტროლო იარაღები, მოყვანილია მანქანათმშენელობაში გამოყენებული მასა­ლები, ლილვის, ღერძის, კორპუსის, მუშა ნახაზების, კვანძების საერთო ხე­დები. ასევე, ლითონის საზეინკლო დამუშავებისა და მათი ერთმანეთთან შეერთების, დე­ტალების  ღუნვა, სწორება, დაჭრა, ბურღვა, თერმული დამუშავების ვარიან­ტები.

ნაშრომი განკუთვნილია ზეინკლის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

 

 

image
ზ. საბაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები მასალათა პლაზმურ ჭრაში და განმტკიცებაში

უაკ: 621.91

ლაბორატორიული სამუშაოების მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს სასწავლო ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში, საკითხების კონკრეტიზაციის გზით; პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად გამოუმუშაოს თეორიის გამოყენების ჩვევების; დამოუკიდებლად ჩაატაროს ცდები, აიღოს ანათვლები და შეისწავლოს პლაზმური რკალის  ენერგეტიკული და ტექნოლო­გიური მახასიათებლების დამოკიდებულება პლაზმური ჭრისა და განმტკიცების ტექნოლო­გიური რეჟიმის პარამეტრებზე.    

ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „მასალათ­მცოდნეობის“  ბაკალავრებისათვის.

 

 

image
თ. რუხაძე, ს. ძნელაძე, ე. სორდია

შაქრის წარმოება

უაკ: 664.1

ნაშრომში განხილულია შაქრების ქიმია, შაქრის წარმოების ლაბორატორიებში გამოყენე­ბული აპარატების აღწერილობა, მათთან მუშაობის წესები და ანალიზის მეთოდები. შაქრის წარ­მოებისათვის გამოყენებული ნედლეულის, შაქრის ნახევარფაბრიკატის წარმოებისას გამოყენე­ბული დამხმარე ნივთიერებებისა და მზა შაქრის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები. წარმოდგე­ნილია ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობის უსაფრთხოების და პირველადი დახმარების წესები.

ნაშრომი განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე შაქრის წარმოების სპეციალისტებისათვის.

 

 

image
ო. ქართველიშვილი, ს. ხოშტარია

Atmega 328 მიკროკონტროლერის არქიტექტურა

უაკ: 008

განხილულია Atmega 328 მიკროკონტროლერის არქიტექტურა, მისი ძირითადი სტრუქ­ტურა და შინაარსი. ტერმინი „მიკროპროცესორული სისტემა“ გამოიყენება მიკროპროცესორის ან მიკროკონ-ტროლერის ბაზაზე აგებული გამოთვლითი სისტემის აღსანიშნავად. თითოეული აგებულია ნახევრადგამტარიანი კომპონენტების ინტეგრალურ სქემებზე, განსხვავებული ფუნქციითა და არქიტექტურით. ეს არქიტექტურული განსხვავება ზემოქმედებს მიკროპრო­ცესორისა და მიკროკონტროლერის ფუნქციონირების თავისებურებებზე. მიკროპროცესორის ინტეგრალური კორპუსი არ შეიცავს სხვადასხვა პერიფერიას, ისინი კორპუსის გარეთაა. მიკრო­კონტროლერის შემთხვევაში პერიფერიული მოწყობილობები ჩაშენებულია მოდულის კორ­პუსში და მათი კავშირი პროცესორთან ხორციელდება შიგა სალტეებით.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუ­დენტებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ჩართულია ცნებები, რომლებიც აუცილებელია კომპიუტერული სისტემების შესასწავლად.

 

 

image
ჯ. ნიჟარაძე, თ. ბაციკაძე

მასალათა გამძლეობის ამოცანათა კრებული ამოხსნილი მაგალითებით

უაკ: 539.3(075.8)

ამოცანების კრებული „მასალათა გამძლეობის“ კურსში შედ­გება დავა­ლებებისაგან საანგარიშო-გრაფიკული სამუშაოებისთვის ამოხსნილი მაგალი­თე­ბით და იმ საცნობარო მასალისაგან, რაც აუცი­ლებელია ამოცანების ამოუხსნელად.

კრებული   განკუთვნილია   სამშენებლო   და   მანქანათმშე­ნებ­ლობის   სპე­ცი­ალო­ბების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუ­დენ­ტებისთვის.

 

 

 

image
ი. მოდებაძე, ვ. ნანობაშვილი, ა. სოლოღაშვილი

ტელეკომუნიკაციის საკაბელო ხაზები
ვირტუალური ლაბორატორიული სამუშოები ელექტროსაკაბელო ხაზები

უაკ: 573.21

მეთოდიკურ მითითებაში განხილულია კომპიუტერთან მუშაობისა და LabVIEW პროგ­რამის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებელია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, ელექტრული კაბელის პირველადი პარამეტრებისა და დაზიანებამდე მანძილის გასაზომად. აღნიშნულ პროგრამაში M... მოდულების სახით წინასწარ აგებულია შესაბამისი ვირტუალური ხელსაწყოები. ამ მოდულებიდან სტუდენტი იმ მოდულს ხსნის, რომლის შესაბამისი  დავალებაც მისცა მასწავლებელმა და ინსტრუქციის მიხედვით ვირტუალურად ატარებს გაზომვებს. მოყვანილია 10 სამუშაოს მოკლე თეორიული აღწერა, სამუშაოს ვირტუალურად ჩატარების თანამიმდევრობა, სამუშაოს საწყისი მონაცემების 10 ვარიანტი და სამუშაოს ჩატარების შემდეგ შესაბამისი ოქმის გაფორმების წესი.

განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტები­სათვის, ასევე გამოადგება ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერ­სონალს.

 

 

image
ქ. კოტრიკაძე

ავტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარება

უაკ: 621.3.078

დამხმარე სახელმძღვანელოში მიმოხილულია ლოკალური მართვის სისტემები; მათი დანიშნულება და კლასიფიკაციის ნიშნები; მიმყოლი ავ­ტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელი აპა­რატურა და ტექნიკური მოწყობილობები, მოქმედების პრინციპი, მათე­მატიკური მოდელები, სტატიკური მახასიათებლები და სხვა; ავტომატური რეგულირების სისტემის აგების პრინციპები; მართვის სისტემის  მდგარა­დობის და სინთეზის ამოცანები, მათი გადაჭრის ხერხები. მოიცავს ავ­ტომატური რეგული­რების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელ ეტა­პებსა და შესაბამისს გამოთვლებს.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ავტომატური მიმყოლი  სისტემის დაგეგმა­რებისა და შესაბამისი საკურსო პროექტის შემუშავე­ბითვის.