image
ე. გოგილიძე

ჭკვიანი ტრანსპორტი და ლოგისტიკა ქალაქებისთვის
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 656:339

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია პრაქტიკული ამოცანები და ზოგიერთი თეორიული მასალა.
გამოცემა განკუთვნილია ლოგისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის. ამ წიგნით შესაძლებელია ისარგებლონ სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებმაც.

 

 

image
ვ. აბაიშვილი, მ. ტეფნაძე

მერქნის ჰიდროთერმული დამუშავება და დაკონსერვება

უაკ: 621.933.6

სალექციო კურსში განხილულია მერქნის ჰიდროთერმული დამუშავების პროცესების ჩატარების ორგანიზაცია, მერქნისათვის საჭირო ტექნოლოგიური თვისებების მინიჭების, მისი ფორმამდგრადობის, სიმტკიცის, ხანგამძლეობის გაზრდისა და საბოლოო ჯამში ნაკეთობათა ხარისხის გაზრდისა და მერქნის ნედლეულის რაციონალური გამოყენების მიზნით.

მოცემულია მერქნის ჰიდროთერმული დამუშავების აგენტის პარამეტრები და თვისებები, მერქნისა და ტენის ურთიერთქმედების თავისებურებები, მისი ფიზიკური და საექსპლუატაციო პირობები, მერქნის ნედლეულის თბური დამუშავების პროცესების ტექნოლოგია და მოწყობილობები. განხილულია საშრობი კამერების პრინციპული სქემები და კლასიფიკაცია, შრობის პროცესების სხვადასხვა ვარიანტების ენერგოტევადობა, დახერხილი მასალების, შპონისა და დაქუცმაცებული მერქნის საშრობ მოწყობილობათა თბური დამუშავებისა და ცირკულაციისათვის გამოყენებული დანადგარების მუშაობის თავისებურებანი, მერქნის შრობის რეჟიმები და ტექნოლოგია, მათი კონტროლი და რეგულირება. განხილულია აგრეთვე მერქნის დაცვის მეთოდები და საშუალებები.

სალექციო კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ზაუტაშვილი

ჰიდროგეოლოგიური დარაიონების ფაქტორები და პრინციპები

უაკ: 551.49

სალექციო კურსი „ჰიდროგეოლოგიური დარაიონების ფაქტორები და პრინციპები“ შედგენილია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ბერდი ზაუტაშვილის სახელმძღვანელოების: „ზოგადი ჰიდროგეოლოგია“ (თსუ, 1997 წ.) და „რეგიონალური ჰიდროგეოლოგია“ (სტუ, 2003 წ.) მიხედვით. მასში განხილულია წყალ-შემცველი სისტემები, ჰიდროგეოლოგიური დარაიონების პრინციპები და ფაქტორები, კონტინენტების, ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურები; აღწერილია ძირითადი წყალშემცველი ჰორიზონტები, კომპლექსები და ზონები; განხილულია ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურების ნაირსახეობათა სისტემატიზაციის, ასევე ჰიდროგეოქიმიური, ჰიდროდინამიკური და ტემპერატურული ზონალობების მიხედვით მიწისქვეშა წყლების განაწილების საკითხები.

გამოცემა განკუთვნილია ჰიდროგეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის ასევე გამოადგება გეოლოგიის დარგის სხვა სპეციალობის სტუდენტებსაც.

 

 

image-1
მ. ცირეკიძე, თ. ბჟალავა, ლ. ჩხარტიშვილი

ქვანტური ფიზიკის საკითხები

უაკ: 53.01

სალექციო კურსში განხილულია ქვანტური ფიზიკის საკვანძო საკითხები, როგორიცაა სუპერპოზიციის პრინციპი, განუზღვრელობის თანაფარდობები, მოძრაობა ცენტრალურ-სიმეტრიულ ველში, შეშფოთებათა არასტაციონარული თეორია, მრავალნაწილაკიანი სისტემა, ელექტრონი ელექტრომაგნიტურ ველში და სხვ.

გამოცემა, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო ფიზიკის“ სტუდენტებისათვის. წიგნი ასევე გამოადგება ქვანტური ფიზიკის საკვანძო საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image-1
ი. ქვარაია

ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში

უაკ: 624.05

სალექციო კურსში აღწერილია ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ამჟამად მშენებლობაში. ბოლო წლებში ძველი ტრადიციული მეთოდების დახვეწასა და რადიკალურად გაუმჯობესებასთან ერთად, სისტემატურად ხდება ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და მათი სამშენებლო პრაქტიკაში დანერგვა. გაცილებით მეტი სიახლეა საშენი მასალების წარმოების მხრივ, რაც გამოწვეულია ამ სფეროში ნანოტექნოლოგიების განვითარებითა და კომპოზიციური მასალების მრავალმხრივი გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროს გაუტოლდა. წარმოდგენილია სრულიად ახალი ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ობიექტების მშენებლობის მაგალითები და სამომავლო პროექტები.

გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

 

image-1
ი. ქვარაია

ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში

უაკ: 624.05

სალექციო კურსში აღწერილია ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ამჟამად მშენებლობაში. ბოლო წლებში ძველი ტრადიციული მეთოდების დახვეწასა და რადიკალურად გაუმჯობესებასთან ერთად, სისტემატურად ხდება ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და მათი სამშენებლო პრაქტიკაში დანერგვა. გაცილებით მეტი სიახლეა საშენი მასალების წარმოების მხრივ, რაც გამოწვეულია ამ სფეროში ნანოტექნოლოგიების განვითარებითა და კომპოზიციური მასალების მრავალმხრივი გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროს გაუტოლდა. წარმოდგენილია სრულიად ახალი ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ობიექტების მშენებლობის მაგალითები და სამომავლო პროექტები.

გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

 

image-1
მზია ნადირაძე

მარკშეიდერული სამუშაოები კარიერებზე

უაკ: 622.1

სალექციო კურსში სასწავლო პროგრამის მიხედვით განხილულია მარკშეიდერული სამუშაოები კარიერებზე, სამარკშეიდერო სამსახურის ამოცანები წიაღისეულის მოპოვებისას კარიერული მეთოდით, წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული მარკშეიდერული ამოცანებისათვის საჭირო საყრდენი საფუძვლის მომზადება, ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაკავშირებელი აგეგმვები, ჩატარებული სამუშაოების სიზუსტის შეფასების ხერხები, გეოდეზიურ აგეგმვებთან და კარიერებზე სამთო სამუშაოების მავნე ზეგავლენის შედეგად ქანთა მასივის ძვრისა და დეფორმაციების საკითხები.

ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. მურჯიკნელი

ინფორმაციის მიღებისა და ასახვის საშუალებები

უაკ: 007

სალექციო კურსში განხილულია ინფორმაციული მოდელები და ფოტომეტრიული პარამეტრები. ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ინფორმაციის მიღება და ასახვა ელექტრონულ-სხივური მილაკებით. აღწერილია ინფორმაციული სიმბოლოების ფორმირების პრინციპები სატელევიზიო რასტრის საშუალებით. განხილულია ინფორმაციის ასახვის ციფრული მოწყობილობები, სიმბოლოების ასახვის მეთოდები ეკრანზე ბეჭდვით. მოცემულია სიმბოლოების ასახვის ფუნქციური და პროგრამულ-რასტრული მეთოდები.

მასალა დაყოფილია 15 ლექციად. შესრულებულია ზემოთ აღნიშნული საგნის ახალი პროგრამის სილაბუსის მიხედვით და მოიცავს 4 ფორმატის შესაბამის 74 გვერდს.

სალექციო კურსი განკუთვნილია „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის“ სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ზ. ჯაფარიძე

საკონსერვო საწარმოთა მოწყობილობები

უაკ: 664.143

სალექციო კურსში განხილულია საკონსერვო საწარმოთა მოწყობილობები, მოცემულია მათი სტრუქტურულ-პრინციპული, კონსტრუქციული და კინემატიკური სქემები. მოყვანილია კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების მეთოდური საფუძვლები. განხილულია საკონსერვო წარმოების მანქანა-აპარატურის სქემები.

გამოცემა განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს.