image-1
ბ. კვაჭაძე

ციფრული რელეური დაცვა
I ნაწილი

უაკ: 620

სახელმძღვანელოში განხილულია ენერგეტიკული სისტემის ელემენტების, ელექტრო­გა­დაცემის ხაზების, ტრანსფორმატორების, ავტოტრანსფორმატორების, სინქრონული მანქანების, შემკრები სალტეების ციფრული რელეური დაცვის და სასისტემო ავტომატიკის საკითხები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკის პროფილის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოადგეწს ენერგეტიკის დარგში მომუ­შავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
მ. ლომსაძე-კუჭავა

პროფესიული ეთიკა ენერგეტიკაში

უაკ: 17

პროფესიული ეთიკა სტუდენტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და  მრავალმხრივ გამოადგებათ. ის აყალიბებს მათ პროფესიულ ღი­რებუ­ლე­ბებს და ქცევის სტანდარტებს, რაც აუცილებელია წარმატე­ბუ­ლი კარიერის­თვის.

პროფესიული ეთიკის შესწავლა სტუდენტებს ეხმარება გაიაზრონ თავი­ანთი მომავალი პროფესიის მორალური ასპექტები. სწავლობენ რო­გორ მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები რთულ სიტუაციებში, რაც მათ მოამზა-დებს რეალური სამუშაო გარემოს გამოწვევებისთვის.

პროფესიული ეთიკა აუმჯობესებს სტუდენტების კომუ­ნიკა­ციის უნარს,  სწავლობენ როგორ იურთიერთონ კოლეგებთან, კლიენ­ტებსა და სხვა დაინტე­რესებულ მხარეებთან პატივისცემით და პროფესიონალიზმით. ეს ხელს უწყობს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას და კონფლიქ­ტების თავიდან აცილებას.

პროფესიული ეთიკის ცოდნა ზრდის სტუდენტების კონკურენტ­უნა­რიანობას შრომის ბაზარზე. დამსაქმებლები აფასებენ კანდიდატებს, რომ­ლებ­საც ესმით ეთიკის მნიშვნელობა და შეუძლიათ მისი პრაქტიკაში გა­მოყენება. ეს ცოდნა სტუდენტებს ეხმარება გამოირჩეოდნენ სხვა კანდიდა­ტებისგან და მიიღონ უკეთესი სამსახურებრივი შეთავაზებები.

განკუთვნილია ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image
დ. ღუღუნიშვილი, ს. ღვინჯილია

მცენარეთა მორფოლოგია, ანატომია, სისტემატიკა

უაკ: 615.1

სახელმძღვანელოში განხილულია მცენარეთა მორფოლოგიის, ანატომიისა და სისტემატიკის საკითხები.

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოცემული კურსი საფუძველია მაპროფილებელი საგნის, ფარმაკოგნოზიის შესწავლისათვის, რომელიც, სხვა საგნებთან ერთად,  ფარმაცევტის სათანადო მომზადებას განსაზღვრავს.

 განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მცენარეთა ანატომიაზე, მორფოლოგიასა და სისტემატიკაზე; ვრცლად არის განხილული მცენარეთა ფიზიოლოგიისა და გამრავლების საკითხები. რაც შეეხება სისტემატიკის ნაწილს, მასში ახალი გააზრებითაა განხილული პროტოკტისტები და მცენარეები.

სახელმძღვანელოს აქვს ტერმინების და მცენარეთა ქართულ-ლათინურ სახელწოდებათა  საძიებელი (ასეთი სახით პირველი სახელმძღვანელოა).

სახელმძღვანელო განკუთვნილია ფარმცევტული პროფილის სტუდენტებისათვის, წიგნი შედგენილია უმაღლესი სასწავლებლების თანამედროვე საახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით და უახლესი მონაცემებით,  ბოტანიკის  აქტუალურ   საკითხებზე.

 

 

image-1
მ. ცერცვაძე

მიკროსისტემები

უაკ: 576.85

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული მიკროსისტემების თეორიული და პრაქ­ტიკული ასპექტები, დაპროექტების პროცესები, დიზაინი, მიკროელექტრონული ხელსა­წყოებისა და ციფრული კვანძების მუშაობის პრინციპები.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულ­ტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. სასარგებლო იქნება სხვა ფაკულტეტის სტუ­დენტებისთვისაც, სადაც შეისწავლება მიკროსისტემები და მასთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

image
მ. ძიძიგური

დასავლეთ ევროპის არქიტექტურის ისტორია რომანული ეპოქიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე

უაკ: 72

სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა განხილული დასავლეთ ევროპის არქიტექტუ­რის ისტო­რია XI საუკუნიდან XIX საუკუნის პირველი ათწლეულის ჩათვლით, რასაც წინ უძღვის წინაპირობების ანუ ადრეული შუა საუკუნეების ხელოვნების მოკლე მიმოხილვა. ძირითად თავებში დახასიათებულია სათაურში მითითებულ პერიოდში არქიტექ­ტურისა და ქალაქთმშე­ნებლობის თავისე­ბუ­რებანი, კონსტრუქციული და სტილისტური ცვლი­ლებები, წარმოდგენილია იმ ცალკეულ ხუროთ­მოძღვართა შემოქმედება, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით განსა­ზღვრეს მაშინდელი არქიტექტურის ხასიათი და გავლენა იქონიეს მის შემდგომ განვითარებაზე. 

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავ­ლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

 

 

image
მ. წიქარიშვილი

საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის საფუძვლები

უაკ: 69.01

სახელმძღვანელოში განმარტებულია მეცნიერება და მისი როლი თანა­მედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. განხილულია საინჟინრო და სამე­ცნიერო კვლევის დიზაინი, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო კვლევის მეთო­დები და მეთოდოლოგია, მეცნიერული კვლევის თემის მიმართულების არ­ჩევა და დასაბუთება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დაგროვება და და­მუ­შავება, ინტელექტუალური საკუთრების განსაზღვრა, ლიტერატურული წყაროების გამოყენების წესი საკუთარ ნაშრომში, ნაშრომის სტილი და რე­დაქტირება, სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია და წარდგენის ტექნიკა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსი­ტეტის და სხვა უნივერსიტეტების საინჟინრო პროგრამების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

 

image
თ. ჭურაძე, კ. მჭედლიშვილი, მ. გრძელიშვილი

მიწისქვეშა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

უაკ: 656.34

წიგნში  განხილულია  მიწისქვეშა სატრანსპორტო ნაგებობების მოცულობითი დაგეგმა­რების საკითხები, როგორიცაა  სატრანსპორტო გვირაბები, მეტროპოლიტენები, მრავალია­რუსიანი მიწისქვეშა სატრანსპორტო კომპლექსები, მთაგორიან პირობებში საავტომობილო, სარკინიგზო და კომბინირებული გვირაბები.

სახელმძღვანელოში მოყვანილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ შემუშავებული მი­წისქვეშა სატრანსპორტო ნაგებობების პრობლემათა გადაჭრის მეთოდები და საშუალებები, ასევე სტუ-ის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შექმნილი მიწისქვეშა ნაგებობების და პროექტებისა და მშენებლობის თანამედროვე მეთოდები.

წიგნი გამოადგება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დარგის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, აგრეთვე არქიტექტორებს, ურბანისტებს და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს: ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

 

image
ნ. ბაღათურია, ლ. ქაჯაია

საქართველოს ფლორის ეთერზეთოვანი მცენარეები და ეთეროვანი ზეთები

უაკ: 633.8

ეთეროვანი ზეთები  კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში გამოიყენება ნატურალური არომატი­ზატორების სახით. ბოლო ათწლეულების გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნატურალური ეთე­როვანი ზეთები გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რის საფუძველზეც მე­დიცინაში ცალკე მიმართულებად  ჩამოყალიბდა   ეთეროვანი ზეთებით მკურნალობა _ არომათერაპია. 

სახელმძღვანელოში  წარმოდგენილია მონაცემები საქართველოში გავრცელებული ეთერზეთოვანი მცე­ნა­რეებისა და მათი ეთეროვანი ზეთების შესახებ.

პირველ თავში მოყვანილია ზოგადი ცნობები ეთეროვანი ზეთების შესახებ: მცენარეში ეთეროვანი  ზეთების  ფიზიოლოგიური  მნიშვნელობა, აღწერილია ეთეროვანი  ზეთების მიღების  მეთოდები, ეთერზე­თების დარგში გამოყენებული დანადგარ-მოწყობილობები. წიგნის მე-2 თავი  მოიცავს ინფორმაციას  147 დასახელების ეთერზეთოვანი მცენარეებისა და მათში არსებული ეთეროვანი ზეთების შესახებ.  მე-3 თავში აღწერილია მცენარეულ ნედლეულში ეთეროვანი ზეთების რაოდენობრივი შემცვე­ლობის დადგენის მეთოდები, მოყვანილია ეთეროვანი ზეთების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები და მა­თი განსაზღვრის მეთოდები.

წიგნი განკუთვნილია კვების მრეწველობასა და მედიცინაში დასაქმებული მეცნიერებისა და სპე­ციალისტებისათვის. დახმარებას გაუწევს სტუდენტებსა და პროფესორ - მასწავლებლებს ეთეროვანი ზეთების ქიმიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის კურსის სწავლებასა და ათვისებაში.

 

 

image-1
კ. კოპალიანი, ზ. კვეტენაძე

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია

უაკ: 327/ k45

წიგნში განხილულია საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერების უმნი­შვნე­ლოვანესი თეორიული ასპექტები. ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკურ თეორიებსა და მის კონცეპ­ტუალურ საფუძვლებზე. წარმოდგენილია საერთაშორისო პოლიტიკური აზრის აღიარებულ მკვლევართა შეხედულებები და გაანალიზებული მათი პოზიციები.

განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუ­დენ­ტებისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული სკო­ლებით დაინტერესებული მკითხველისათვის.