image
ჰ. დ. ბელიტცი, ვ. გროში, პ. შიბერლე

სურსათის ქიმია
რჩეული თავები

უაკ: 54

სახელმძღვანელოში მოცემულია ორიგინალის - „სურსათის ქიმიის“ რჩეული თავები. ორიგინალიდან ქართულ თარგმანში შესულია მე-7 და 9-23 თავები. თარგმანში არ შევიტანეთ 1-6 და მე-8 თავები, ვინაიდან აქ გადმოცემული მასალა დიდწილად ორგა¬ნული ქიმიისა და ბიოქიმიის საკითხებს წარმოადგენს.

წიგნი განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის, ის სათანადო დახმარებას გაუწევს მაგისტრატურის სტუდენტებსაც. სახელმძღვანელოზე მუშაობა მოითხოვს ორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის ცოდნას.

მთარგმნელები დიდ მადლობას უხდიან პროფესორებს გურამ ტყემალაძესა და მალხაზ ბერეჟიანს რედაქტირებაში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც თარგმანზე არანაკლები საქმეა. ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს - გვანცა წიწილაშვილს, ანა მჭედლიძეს და სოფი ხარაიშვილს, ასევე 54-ე სკოლის მოსაწავლე რეზი ქვარცხავას, ტექნიკური დახმარებისათვის.

თარგმნის პროცესი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იყო, რადგან დასაზუსტებული იყო ბევრი ტერმინი და ცნება, ამიტომ გარკვეული ხარვეზი შეიძლება კვლავ არსებობდეს.

მთარგმნელები მადლიერი ვიქნებით, თუ მოგვაწვდით იმ საგულისხმო შენიშვნებსა და შეცდომებს, რომლებიც შესაძლოა წიგნში შეგხვდეთ.

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა Autodesk Civil 3D 2019

უაკ: 513.21

სახელმძღვანელოში აღწერილი და განხილულია ყველა სიახლე, რომელიც „Autodesk Civil 3D 2019-ის“ ვერსიაში არის მოცემული, მათ შორის, წერტილების იმპორტირება ტექსტური ფაილიდან, რელიეფის ციფრული მოდელის შექმნა და ანალიზი, პროფილის შექმნა სტანდარტების გათვალისწინებით, მოცულობის დაანგარიშება და სხვა.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აგრეთვე ინჟინერს, რომელიც ფლობს საინჟინრო გრაფიკას, აქვს კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები და კარგად ფლობს კომპიუტერულ პროგრამა – Autodesk AutoCAD-ს. გარდა ამისა, სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

 

image-1
დ. ბოსტანაშვილი

არქიტექტურის პოეტიკა

უაკ: 72.82

სახელმძღვანელოში განხილულია სწავლების ორიგინალური და ინოვაციური მეთოდები, რომლებიც პროფესორმა შოთა ბოსტანაშვილმა 1990 წელს შექმნა. წიგნში გადმოცემულია „არქიტექტურის პოეტიკის“ ძირითადი თეორიული დებულებები და გამოკვლეულია მათი კავშირი კულტურის ფილოსოფიის სხვა მიმართულებებთან, კერძოდ ფენომენოლოგიასა და სემიოტიკასთან.

წიგნი დააინტერესებს როგორც „არქიტექტურის პოეტიკის“ სტუდენტებს, ისე ზოგადად ქართული არქიტექტურის ამ განსაკუთრებული მოვლენით დაინტერესებულ მკითხველებსაც.

 

 

image
დ. კუხალაშვილი

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემები
(ეკონომიკური დაზვერვის როლი სახელმწიფოს მმართველობაში)

უაკ: 351

უახლეს ისტორიაში განვითარებული მოვლენების ანალიზი იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ საქართველო უცხო სახელმწიფოთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სადაზვერვო ზეგავლენისა და შეღწევადობის ობიექტია. გამოთქმულ მოსაზრებას ამყარებს დამოუკიდებლად არსებობის 30 წლის განმავლობაში, ორჯერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევის, ტერიტორიული მთლიანობის მოშლისა და უცხო სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული რეჟიმების წარმოქმნა-„მოღვაწეობის“, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიერ, დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზებული პროცესები.

წინამდებარე ნაშრომი არის მცდელობა, წარმოადგინოს უცხო სახელმწიფოთა ეკონომიკური დაზვერვის ზეგავლენისა და შეღწევადობის მიმართულებები, გადაბირების მეთოდოლოგია, ამ პროცესებით დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგები სახელმწიფოს მმართველობაზე.

ნაშრომი იძლევა საშუალებას დაინტერესებულმა მკითხველმა გააკეთოს სწორი ანალიზი ეკონომიკური დაზვერვის დამაზიანებელი შედეგების შესახებ სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოებისა და მმართველობის ჭრილში.

ნაშრომის ძირითად დანიშნულებაა დაინტერესებულმა მკითხველმა გაიაზროს მისი როლი სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და მმართველობაში და პირიქით.

 

 

image
Т. Бацикадзе, Дж. Нижарадзе

СОПРОТИВЛЕНИЕ МАТЕРИАЛОВ
I часть

უაკ: 539. 3

Составлен по силлабусу, который содержит основные вопросы I части этого предмета. Учебник обильно проиллюстрирован, что даёт возможность читателю более ясно представить рассматриваемые вопросы. Для верного восприятия соответствующих тем и безошибочного осознания материала в конце каждой главы прилагаются вопросы и ответы на них.

Книга состоит из 7 глав. Она предназначена для студентов бакалавриата и магистратуры высших технических учебных заведений.

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, მ. ბალიაშვილი

ელექტრონული მოწყობილობების დაპროექტება EasyEDA-ს გარემოში

უაკ: 681.3.001:621.396.6

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული აპარატურის ავტომატიზებული დაპროექტებისათვის გამოყენებული პროგრამა EasyEDA, რომელიც შეიცავს პრინციპული სქემების რედაქტორს, ნაბეჭდი სამონტაჟო ფირფიტების ტოპოლოგიის რედაქტორს, SPICE სიმულატორს, მონაცემების ღრუბლოვან საცავს, პროექტების მართვის სისტემას, აგრეთვე ნაბეჭდი ფირფიტების დამზადების შესაკვეთად საჭირო საშუალებებს. მოყვანილია ზოგადი ცნებები ავტომატიზებული დაპროექტების შესახებ.

ნაშრომში აღწერილია სქემის აგების კონკრეტული მაგალითები და ამ სქემების საფუძველზე – სამონტაჟო ფირფიტის (პლატის) შექმნის პროცესი. განხილულია ელე-ქტრონული კომპონენტების ჯგუფები, ელექტრონული ანაწყობების შესაძლო სტრუქტურები, ნაბეჭდი სამონტაჟო ფირფიტის სახეები, ზომები, მასალები. ნაჩვენებია როგორ ხდება სამონტაჟო ფირფიტის ავტომატური ტრასირება, ელემენტების ორიენტირება, ფენების ამობეჭდვა, აგრეთვე პროექტის ექსპორტირების პროცესი Gerber ფაილების სახით. ნაჩვენებია პლატის დამზადების შეკვეთის პროცედურა.

სახელმძღვანელო შეიცავს სქრინშოთების დიდ რაოდენობას, რაც თვალსაჩინოს ხდის დაპროექტების პროცედურას. იგი გამიზნულია უპირველესად მათთვის, ვინც სწავლობს ელექტრონიკას ან არ უსარგებლია EasyEDA-თი, თუმცა პროფესიონალებისთვისაც ალბათ საინტერესო იქნება.

 

 

image-1
ა. ფრანგიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი

ბლოკური კოდები

უაკ: 519.725

კოდირების თეორია დაკავშირებულია მონაცემთა წარმატებულ გადაცემასთან ხმაურიანი არხის მეშვეობით და შეცდომების გასწორებასთან დამახინჯებულ შეტყობინებებში. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მრავალი გამოყენებისათვის კომპიუტერულ მეცნიერებასა და ინჟინერიაში. სახელმძღვანელო საფუძვლიან შესავალს იძლევა კოდირების თეორიაში, თუმცა შემოიფარგლება ფუნდამენტური წრფივი ალგებრის მათემატიკური აპარატის გამოყენებით. იგი შეიცავს დაწვრილებით და მკაცრ შესავალს ბლოკური კოდების თეორიაში და გადადის უფრო რთულ თემებზე, როგორიცაა BCH კოდები (Bose-Chaudhuri-Hocquenghem codes), გოპას კოდები (Goppa codes) და სუდანის ალგორითმი სიითი დეკოდირებისათვის (Sudan’s list decoding algo­rithm). კარგი კოდების ასაგებად არსებით საზღვრებისა და დეკოდირების საკითხებს ასევე უკავია ამ კურსში თვალსაჩინო ადგილი.

წიგნის მასალები რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით მიეწოდებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კოდირების თეორიის ფარგლებში. იგი დაწერილია ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით და უზრუნველყოფს საგანგებო გულდასმით დამუშავებულ თანამედროვე შესავალს თემაში. მის სტრუქტურასა და კონცეპტუალურ შინაარსს საფუძვლად უდევს საყოველთაოდ ცნობილი სახელმძღვანელო: San Ling, Chaoping Xing «Coding Theory: A First Course», 1 edition, Published in the United States of America by Cambridge University Press, New York, 2004, 236 pages.

 

 

image
თ. ხმელიძე, გ. ყიფიანი, ფ. ვერულაშვილი

კომპოზიტური კონსტრუქციები მშენებლობაში

უაკ: 691

სახელმძღვანელოში განხილულია კომპოზიტური მასალების შექმნის, წარმოებაში დანერგვისა და განვითარების ტენდენციის საკითხები, მათი მშენებლობაში გამოყენების აქტუალობა, თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები. გადმოცემულია კომპოზიტური სამშენებლო კონსტრუქციების ძირითადი სახეობები, დეტალების, შეერთებების კონსტრუირებისა და გაანგარიშების მეთოდები, ექსპლუატაცია, ეკონომიკური ასპექტები. გაშუქებულია რკინაბეტონის ღუნვადი და კუმშვადი ელემენტების გარე დაარმატურების სისტემები.

ნაშრომი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ სპეციალობის სტუდენტების, აგრეთვე დამპროექტებლების, ინჟინრების, მეცნიერი თანამშრომლებისა და ამ საქმით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

 

 

image-1
ხ. თოდაძე, მ. მესხია, მ. ქუთათელაძე

საქართველოს ისტორია და კულტურა

უაკ: 94(479.922):008

წიგნი მოიცავს საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე და ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა მოთხრობილი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მატერიალური თუ სულიერი კულტურის კარდინალური პრობლემები.

სახელმძღვანელო მეორე შევსებული გამოცემაა და სპეციალურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაიწერა.