image
ვ. გელეიშვილი, ნ. ჯაფარიძე

მადნების ტექსტურა და სტრუქტურა

უაკ: 550.82

წიგნში განხილულია მადნის ტექსტურისა და სტრუქტურის გენეტიკური, მორფო­ლოგი­ური  და სხვა არსებული კლასიფიკაციები, ცალკეული ტექსტურებისა და სტრუქტურების გან­მარტებები. ნაჩვენებია, როგორ შეიძლება, მადნების ტექსტურისა და სტრუქტურის მიხედვით, მადნების გენეზისის, მინერალების წარმოშობის თანამიმდევრობის, მინერალური აგრეგატების ურთიერთკავშირის, თერმოდინამიკული პირობების დად­გენა და ამ ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება.

მოცემული ფოტომასალა  სტუდენტს დაეხმარება შედარების გზით სწორად განსაზღვროს  მადნების სხვადასხვა შენაზარდი, ტექსტურა და სტრუქტურა.

ნაშრომი განკუთვნილია მაგისტრატურის „გეოლოგია“ და „სამთო და გეოინჟინერია“ სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მადნების კვლევით დაკავებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image
ვ. გელეიშვილი, ნ. ჯაფარიძე

მადნების კვლევის მეთოდები

უაკ: 550.82

ნაშრომში განხილულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის კვლევის მნიშვნელოვანი მეთო­დები, რომლებიც გეოლოგიური სამეცნიერო და პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად გამოიყენება. მათი ცოდნა აუცილებელია სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სპეციალური კვლევებით დაკავებული კვალიფიციური  გეოლოგებისთვის.

ნაშრომში ფართოდაა გამოყენებული არსებული ლიტერატურული მასალები, განზოგა­დებულია და სისტემაში მოყვანილი მრავალი მკვლევრის მონაცემები, შესრულებულია მათი სისტემური ანალიზი.

მადნების მინერალური კვლევის მეთოდები აღწერილია რიგითობით – იწყება მაკროს­კოპულით და გრძელდება დეტალური, სპეციალური კვლევის მეთოდებით.

განკუთვნილია მაგისტრატურის „გეოლოგია“ და „სამთო და გეოინჟინერია“ სპეციალობის სტუდენტებისათვის, მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მადნების კვლე­ვით დაკავებულ ახალ­გაზრდა სპეციალისტებს.