image
ბ. დიდებაშვილი, ავ. შარვაშიძე, ტ. კოტრიკაძე, ლ. ლომსაძე

მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების უზრუნველყოფა მეტროპოლიტენში

უაკ: 625.42

სახელმძღვანელოში განხილულია მეტროპოლიტენის მნიშვნელობა, მშენებლობის ისტო­რია და ძირითადი მოწყობილობები, მატარებელთა მოძრაობის ორგა­ნი­ზაციისადმი წაყენებული მოთხოვნები სხვადასხვა პირობის დროს, მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების ხარისხის დამახასიათებელი მაჩვენებლები, მგზავრთნაკადის მეთოდების შესწავლა და კანონზომი­ე­რე­ბები, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზაციის სრულყოფის ღონის­ძიებები, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ-ს) მოწყობილობები, მე­ნეჯმენტის საკითხები და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინ­ჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის. ასევე გამოადგებათ მეტროპოლიტენის მოძრა­ობის სამსახურის პერსონალსა და სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუ­დენტებს.

 

 

image
Ал. Бенашвили

Архитектура компьютера

უაკ: 004.2

В учебнике компьютер рассматривается как иерархия уровней, каж­дый из которых выполняет какую-либо определенную функцию. Пред­ставлены архитектуры современных компьютеров, их стандарты и ха­рактеристики. Обсуждаются современные тенденции в области разви­тия архитектуры и аппаратной части компьютеров.

Учебник предназначен для студентов факультета информатики и систем управления Грузинского технического университета, хотя рас­смотренные вопросы могут быть полезны также для специалистов, работающих в сфере архитектуры и аппаратного обеспечения компью­терных систем.

 

 

image-1
გ. არაბიძე, ნ. არაბიძე

საინჟინრო თერმოდინამიკა
(ამოცანათა კრებული თეორიით)

უაკ: 621.1

სახელმძღვანელოში თანმიმდევრულადაა განხილული ის ძირითადი საკითხები და ამოცანები, რომელებიც განკუთვნილია თეორიული ცოდნის გაღრმავებისათვის საინჟინრო თერმოდინამიკის სასწავლო კურსში.

სახელმძღვანელოს თითოეულ თავში, თემატიკის მიხედვით, მოცემულია თეორიული ნაწილი, ფორმულები, ცხრილები, გრაფიკები და განმარტები, რომლებიც აუცილებელია ამოცანების ამოსახსნელად. ზოგიერთი ტიპური ამოცანა ამოხსნილია დაწვრილებით.

ამოცანები შედგენილია თბოენერგეტიკულ დანადგარებში მიმდინარე თერმოდინამიკური პროცესებისა და ციკლების გაანგარიშებისა და ანალიზის ჩასატარებლად. სახელმძღვანელოში განხილულია ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სხეულის მდგომარეობის პარამეტრები; იდეალური აირები და აირების ძირითადი კანონები; აირთა სითბოტევადობა; თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონი; ძირითადი თერმოდინამიკური პროცესები; წრიული პროცესები ანუ ციკლები; წყლის ორთქლი; სითხეების და აირების გამოდინება; ორთქლძალური და მაცივარი დანადგარების ციკლები; ტენიანი ჰაერი.

ავტორები მადლობას უხდიან ლიზი გაბრიჭიძეს, დედანის მომზადებაში გაწეული ტექნიკური დახმარებისათვის.
ყოველ მართებულ შენიშვნას ავტორები კმაყოფილებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ.

 

 

 

image-1
თ. მაგრაქველიძე, გ. გიგინეიშვილი, ხ. ლომიძე, ა. მიქაშავიძე, ტ. კობერიძე

ვერტიკალურ ზედაპირზე ჩამომდინარე სითხის აფსკში თბოგაცემის ინტენსიფიკაცია ხელოვნური ხორკლიანობის მეთოდით

უაკ: 536.22

მონოგრაფიაში ასახულია ავტორთა მიერ წლების განმავლობაში  ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, თბოგამცემ ზედაპირზე ხელოვნური ხორკლიანობის შექმნა განაპირობებს კონვექციური თბოგაცემის ინტენსიურობის მნიშვნელოვან ზრდას ერთფაზა სითხის როგორც დახურულ არხებში დაწნევით დინების, ისე ზედაპირზე აფსკის სახით ჩამოდინების პირობებში.

ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ თბოგამცემ ზედაპირზე ხორკლიანობის შექმნა განაპირობებს თბოგაცემის მნიშვნელოვან (3-ჯერ და მეტად) ინტენსი­ფიკაციას ვერტიკალურ ზედაპირზე სითხის აფსკის ჩამოდინების პირობებში.

განხილულია თეორიული საკითხები, რომლებიც შეეხება ხორკლიანი ზედა­პირებისათვის თერმოჰიდროდინამიკური ანალოგიის გამოყენების პრობლემებს.

წარმოდგენილია ხორკლიანი ზედაპირის თბოგაცემის პროცესის ფიზიკური მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე მიღებულია თბოგაცემის ინტენსიურობის სა­ანგარიშო ფორმულა, რომელიც კარგად აზოგადებს ექსპერიმენტულ მონაცემებს.

მონოგრაფია განკუთვნილია ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობის, მეტა­ლურ­გიისა და სხვა დარგების სპეციალისტებისათვის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. წიქარიშვილი

სამშენებლო საქმე

უაკ: 624;69

სახელმძღვანელო სტრუქტურითა და შედგენილობით აგებულია ბაკალავრიატის სა­ფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობის“ შესაბამისად. მოიცავს სამშენებლო საქ­მის ზოგად დებულებებს,  არქიტექ­ტურული და სამშენებლო დიზაინის შესახებ ინფორმაციას,  შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის ტექნოლოგიას, ორგანიზაციას, მონიტო­რინგს, ხარისხის შეფასებას, მშენებლობის უსაფრთხოებისა და ექსპლუ­ატაციის საკითხებს.

განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“, „სამო­ქალაქო ინჟინერიის“ და სხვა მონათესავე პროგრა­მების ბაკალავრებისა და სხვა დაინტერესებული  პირებისთვის.

 

 

image-1
ალ. ბენაშვილი, ეკ. გვარამია

კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლები
(მე-2 გამოცემა)

უაკ: 004

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხი­ლულია როგორც კომპიუტერების თაობები, ტიპები, თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ისე კომპიუტერის მოწყო­ბილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები, ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში. 

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერ­სიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენ­ტებისთვის.

 

 

image
ალ. ბენაშვილი, ეკ. გვარამია

კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლები
(მე-2 გამოცემა)

უაკ: 004

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხი­ლულია როგორც კომპიუტერების თაობები, ტიპები, თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ისე კომპიუტერის მოწყო­ბილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები, ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში. 

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერ­სიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენ­ტებისთვის.

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი

მეცნიერული კვლევის მეთოდები
(მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია)

უაკ: 167

სახელმძღვანელოში მოცემულია მეცნიერული კვლევის გნოსეოლო­გიუ­რი საფუძვლები, მეცნიერული ცოდნის აგების მეთოდოლოგიური პრინციპი, თეორიული და ემპირიული კვლევების ზოგადმეცნიერული მეთო­დები, ექსპე­რიმენტის დაგეგმვის თეორიის საკითხები და კვლევის შედეგების მათემატიკური დამუშავება.

მასალის ათვისების გაიოლების მიზნით მოცემულია ამოცანების  ამოხს­ნის ნიმუშები.

განკუთვნილია  სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟი­ნე­რიის ფაკულტეტის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის.

 

 

image
თ. მალაღურაძე

შესავალი მედიის კვლევის მეთოდებში

უაკ: 07

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მედიის კვლევის ძირითადი მეთო­დების კლასიფიკაციას, განმარტებას, მათი გამოყენების სფეროების გამო­კვეთას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის იმ თეორიული ბაზის შექმნას, რომელიც აუცილებელია კვლევითი ნაშრომის შესრულე­ბისათვის საჭირო უნარების შესაძენად. კერძოდ, სახელმძღვა­ნელოში საუ­ბარია, რით უნდა იხელმძღვანელოს სტუდენტმა საკვლევი თემის შერ­ჩევისას, რა სამუშაო უნდა შესრულდეს კვლევის კაბინეტურ, საველე ეტა­პებზე, რა ტექნიკები უნდა გამოიყენოს ემპირიულ მონაცემთა დამუშა­ვებისა და ანალიზისას. აქვე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიის კვლე­ვების ძირითადი მიმართულებები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუ­დენტებისა და მედიის კვლევით დაინტერესებულ მკითხველთათვის.