image
დ. გურგენიძე, რ. ხუროძე, დ. გორგიძე, ი. გორგიძე, ა. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი, ქ. მახაშვილი, შ. ნაჭყებია, ო. წეროძე

ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები

უაკ: 929

საქართველოში საინჟინრო მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცნიერებს.

აღსანიშნავია, რომ საინჟინრო, საინჟინრო-ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტის მთელმა სიმძიმემ პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერთა მხრებზე გადაიარა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა საინჟინრო დარგის სამეცნიერო სკოლების დაფუძნება და განვითარება.

XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი.

მონოგრაფიაში ასახულია ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ღვაწლმოსილი ადამიანების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის და ქვეყნის აღმშენებლობაში, ასევე საქართველოში ხელოვნებისა და სპორტის განვითარებაში.

წიგნს თანდართული აქვს ფოტოალბომი.

 

 

 

image
დ. გურგენიძე, რ. ხუროძე, დ. გორგიძე, ი. გორგიძე, ა. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი, ქ. მახაშვილი

გამოთვლითი ტექნიკა, ავტომატიკა და ციფრული ტექნოლოგიები საქართველოში

უაკ: 681

XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში საქართველოში შეიქმნა გამოთვლითი ტექნიკის, ავტომატიკისა და მართვის სისტემების დარგების ფუნდამენტური და გამოყენებითი პრობლემების გადაწყვეტებისა და მათი მეთოდების დანერგვის სამეცნიერო დაწესებულებები: თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კიბერნეტიკის ინსტიტუტები და სხვა.

ამ პროფილის ორგანიზაციები და საკონსტრუქტორო ბიუროები დაარსდა თბილისსა და რუსთავში, ქუთაისში, გორსა და სოხუმში.

დღის წესრიგში დადგა კადრების მომზადების საკითხი. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე შეიქმნა ახალი სპეციალობა: „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია“. შემდგომ ენერგეტიკის ფაკულტეტს გამოეყო და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.

მონოგრაფიაში ასახულია საქართველოში გამოთვლითი ტექნიკის, ავტომატიკისა და მართვის სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები. აქვე ნაჩვენებია ახალი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივები.

 

 

image
ს. გიგაური, ლ. ჩხეიძე, ნ. მაჭავარიანი

უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამაცივრო მეურნეობაში

უაკ: 621.565

მონოგრაფიაში განხილულია ქიმიურად საშიში ავარიული ნივთიერებები, აგრეთვე სამაცივრო მეურნეობის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები, კერძოდ კვების მრეწველობის ობიექტზე გამოყენებული ქიმიურად საშიში ავარიული ნივთიერებები, კვების მრეწველობის სამაცივრო მეურნეობაში შრომის პირობები, ავარიები ქიმიურად საშიშ ობიექტზე, სამაცივრო დანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ღონისძიებები, ქიმიურად საშიში ავარიების ლიკვიდაციის მეთოდები და საშუალებები, ქიმიური ავარიების შედეგების ლიკვიდაციის თავისებურებები.

წიგნში წარმოდგენილი გამოთვლების საფუძველზე დამუშავებული რეკომენდაციები, მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, მნიშვნელოვნად გაზრდის ზემოაღნიშნულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს. კვლევის შედეგების გამოიყენება, სამაცივრო დანადგარის ავარიის შემთხვევაში, მოსახლეობის დაცვის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, აგრეთვე პოტენციური საშიშროების რაოდენობრივი შეფასებისათვის შემდგომში ამ ობიექტების სამრეწველო უსაფრთხოების დეკლარაციისა და უსაფრთხოების პასპორტის შესადგენად.

მონოგრაფია საინტერესო და სასარგებლო იქნება ამ სფეროში მომუშავე უსაფრთხოების სპეციალისტების, მუშებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ზ. მესტვირიშვილი

ბორის კარბიდის შემცველი მაღალტემპერატურული კომპოზიტები

უაკ: 546.261+546.171.1

მონოგრაფიაში განხილულია მაღალტემპერატურული კომპოზიციური მასალები ბორის კარბიდის ბაზაზე, მათი მიღების ტექნოლოგიები ტიტანის დიბორიდის, ცირკონიუმის დიბორიდის, ბორის ნიტრიდის, სილიციუმის კარბიდის და ალუმინის ჟანგის დანამატებით. შესწავლილია ამ დანამატების გავლენა მიღებული კომპოზიტის სტრუქტურულ და საექსპლუატაციო თვისებებზე. ახსნილია მასალების მიღების პროცესში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური და თერმოდინამიკური პროცესები, მოცემულია მზა პროდუქტის თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები. შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე, მათი გამოყენების სფეროები.

მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის. გამოცემა საინტერესო იქნება სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის დარგის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.

პირველი და მეორე ნაწილი შეადგინა პროფ. ზ. კოვზირიძემ, მესამე ნაწილი – ასისტ. პროფ. ზ. მესტვირიშვილმა პროფ. ზ. კოვზირიძესთან ერთად.

 

 

image-1
ნ. ფოფორაძე, ი. ახვლედიანი, ო. სესკურია, ნ. ინანაშვილი

ყაზბეგ-ომალოს რეგიონის ქვედა- და შუაიურული ფიქლებრივი ტერიგენული ნალექების გეოლოგიური შესწავლა

უაკ: 550.8

მონოგრაფიაში განხილულია ყაზბეგ-ომალოს რეგიონის ტერიგენული ნალექების თავისებურება, კერძოდ, გაანალიზებულია ჩატარებული საველე-გეოლოგიური სამუშაოებისა და კომპლექსური ლაბორატორიული კვლევებით (მინერალური, პეტროგრაფიული, რენტგენოფაზური, რენტგენოფლუორესცენციური, ფიზიკურ-მექანიკური) მიღებული შედეგები (ტექტონიკური პირობები, ქანების მინერალური და ქიმიური შედგენილობა, მინერალური პარაგენეზისი, მთლიანი ორგანული ნახშირბადის შემცველობა, თერმული სიმწიფე, ვიტრინიტის არეკვლის უნარი). საყურადღებოა ტერიგენული ნალექების კატაგენეზისისა და ბუნებრივი ნაპრალოვნების როლის ანალიზი და მისი შედარება დაღესტნისა და კასპიის ზღვის ნავთობ-გაზშემცველ აუზებთან.

წიგნი განკუთვნილია დარგის სპეციალისტების, ლითოლოგიით დაინტერესებული სტუდენტებისა და გაზის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

 

image-1
ნ. წერეთელი

მანგანუმის სამთო-მეტალურგიული გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები

უაკ: 546.711:661.871

მანგანუმის საბადოს რაციონალური გამოყენების, მისი ექსპლუატაციის გახანგრძლივებისა და ეკოლოგიის გაჯანსაღების მიზნით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პირველად იქნა შემუშავებული და დანერგილი სასურველი სპეცშედგენილობის მქონე კონცენტრატებისა და პროდუქტების მიღებისა და მათგან შესაბამისი მანგანუმიანი ფეროშენადნობების გამოდნობის ეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი ტექნოლოგიები.

აღნიშნული ტექნოლოგიები, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეტანილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 2012 წელს შემუშავებულ „საქართველოში შავი მეტალურგიის განვითარების კონცეფციაში“, რომელიც დაამტკიცა აკადემიის პრეზიდიუმმა და განსახილველად გადასცა ხელისუფლებას შემდგომი რეაგირებისათვის.

წარმოებაში აპრობირებული 9 პატენტით დაცული ინოვაციური ტექნოლოგიიდან ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაინერგა 7, რომელთაგანაც 2 პატენტი შეისყიდა “ჯორჯიან მანგანეზმა“.

ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოში არსებული მანგანუმის ზოგიერთი მცირე საბადოს მადნის გამდიდრების შესაძლებლობები, შესწავლილია მიღებული კონცენტრატების მეტალურგიული თვისებები, დამუშავებულია ახალი კონცენტრატებიდან სხვადასხვა მანგანუმიანი ფეროშენადნობის გამოდნობის ტექნოლოგიები შესაბამისი თერმოდინამიკური გათვლებით. ამასთან, ექსპერიმენტით არის დაზუსტებული სილიკოთერმული აღდგენის პროცესის შესაბამისი ტემპერატურები.

მონოგრაფია დიდ სამსახურს გაუწევს მეტალურგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტს, ამ მიმართულებით მოღვაწე აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერმუშაკებს, ასევე მანგანუმის სამთო-მეტალურგიულ წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

ავტორი მადლიერებას გამოხატავს კოლეგების, ასევე ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიმართ, რომლებმაც თანადგომით ხელი შეუწყვეს აღნიშნული ტექნოლოგიების წარ-მოებაში აპრობაციასა და დანერგვას.

 

 

image-1
დ. გუბელაძე

კალაპოტური პროცესების რეგულირების საინჟინრო გადაწყვეტის მეთოდები

უაკ: 631.459.21+627.8.034

მონოგრაფიაში განხილულია წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისა და რეგულირების საკითხები, მდინარეში კალაპოტური ნაკადების მოძრაობის კანონზომიერებანი და საინჟინრო გადაწყვეტის მეთოდები.
მონოგრაფია დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისა და რეგულირების, ასევე კალაპოტური პროცესების შესწავლის საქმეში.

 

 

image-1
ი. გელეიშვილი

ჭიათურის მანგანუმის ნედლეულის და კეთილშობილი ლითონების შემცველი მადნეულის პირიტის კონცენტრატის ერთობლივი გადამუშავება ავტოკლავური მეთოდით

უაკ: 546.711:669.74

მონოგრაფიაში წარმოდგენილი კვლევების შედეგების საფუძველზე დამუშავებულია ჭიათურის მანგანუმის ნედლეულისა და მადნეულის კეთილშობილი ლითონების შემცველი პირიტის კონცენტრატის ერთობლივი ავტოკლავური მჟანგავი გამოტუტვის პრინციპულად ახალი ტექნოლოგიური პროცესი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული მაღალი ღირებულების მქონე სასაქონლო პროდუქცია (მანგანუმის კონცენტრატი, ლითონური სპილენძის კონცენტრატი, რკინის ფხვნილი, ოქრო და ვერცხლი) განაპირობებს აღნიშნული პროცესის მაღალტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ეფექტურობას. ავტორის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიური პროცესი უზრუნველყოფს ჭიათურისა და მადნეულის ტექნოგენურ საბადოებში არსებული სასარგებლო წიაღისეულისა და ჭიათურის მანგანუმის ღარიბი და რთულად გამდიდრებადი მადნების კომპლექსურ გადამუშავებას.
მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიური პროცესებისა და გარემოს დაცვის საკითხების სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის. ნაშრომში წარმოდგენილმა ინფორმაციამ ტექნოგენური საბადოების გადამუშავების პროცესების შესწავლით დაკავებულ სტუდენტებს დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს.

 

 

image-1
А. Саруханишвили, Вл. Горделадзе, Д. Эристави, А. Гогишвили

МЕТОД АДДИТИВНОСТИ СТРУКТУРНЫХ ИНГРЕДИЕНТОВ ДЛЯ ОПРЕДЕЛЕНИЯ ТЕРМОДИНАМИЧЕСКИХ СВОЙСТВ БЕЗВОДНЫХ СИЛИКАТОВ

უაკ: 546.284:636.7

В книге приведены основные сведения о возможности определения расчетным методом стандартных мольных значений термодинамических констант безводных силикатов, в основном по данным баз данных.

Метод аддитивности структурных ингредиентов является следствием анализа принципов современной кристаллохимической классификации силикатов, теории твердофазных взаимо­действий, представлений об энергиях ближних и дальнодействующих связей в твердых телах, аддитивности физико-химических свойств в конденсированных системах. Основой метода аддитивности структурных ингредиентов является постулат: каждое новое состояние вещества есть следствие сочетания элементов прошлого и будущего состояний, выраженных в энергетических единицах.

Информация, приведенная в книге, предназначена для исследователей и практиков, сферой интересов которых является термодинамика силикатов. Книга может быть полезна также студентам магистратуры и докторантуры направлений химия и химическая технология.