უაკ 004.4
ISBN 978-9941-20-059-5
144 გვერდი
დამტკიცების თარიღი 09.03.2012
მოცემული წიგნი საქართველოში პირველი გამოცემაა, რომელშიც განხილულია დაპროგრამების ფუნქციონალური ენა ჰასკელის ლაბორატორიული სამუშაოები. ის მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ინფორმატიკოსის, ფიზიკოსის, კიბერნეტიკოსის, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის, კრიპტოლოგისა და მათემატიკოსის მომზადების ხელშეწყობას, რომელიც თავისი პრაქტიკული საქმიანობისას ფუნქციონალური დაპროგრამების პარადიგმას მიმართავს. გასაგებია, რომ გამოყენებით საფუძვლებს ამ სფეროში ვასწავლით ჰასკელის მეშვეობით, ვინაიდან დღეს იგი ფუნქციონალური დაპროგრამების განსაკუთრებით მძლავრი და დასრულებული ინსტრუმენტია, ხოლო განვითარების ტემპით კომერციულად ყველაზე გავრცელებულ ენებსაც კი უსწრებს.წიგნი გამოადგება კომბინატორული ლოგიკის, λ-აღრიცხვისა და პარალელური გამოთვლების შემსწავლელებსაც.იგი ასევე საინტერესო იქნება ყველა იმ პირისათვის, ვინც სერიოზულად ეკიდება ახალ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ხელოვნური ინტელექტისა და საექსპერტო სისტემების პრობლემებს.