მ. ოქროსაშვილი, ლ. ბერეჟიანი

მეტალოგრაფია
კვლევის მეთოდები და ლაბორატორიული
სამუშაოები


image-1

უაკ 669.017

ISBN 978-9941-20-174-5

161 გვერდი

დამტკიცების თარიღი 09.03.2012


 

ლაბორატორიული სამუშაოების მიზანია სტუდენტს გააცნოს მეტალოგრაფიული კვლევის ძირითადი მეთოდები და დაეხმაროს მას სასწავლო ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში საკითხების კონკრეტიზაციის გზით; გამოუმუშაოს პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად თეორიის გამოყენების ჩვევები; მიკროსტრუქტურული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასოს ლითონის თვისებები და მათი ფაზური შედგენილობის თავისებურებანი თხევადი მდგომარეობიდან კრისტალიზაციისა თუ სხვადასხვა სახით დამუშავების შემდეგ; სტუდენტს გამოუმუშაოს მეტალოგრაფიული კვლევის მონაცემების რაოდენობრივი ანალიზის უნარი.
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს წინ უსწრებს შესაბამისი მეტალოგრაფიული კვლევის მეთოდების განხილვა, რაც სტუდენტს დაეხმარება მათი პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
სახელმძღვანელოში დავალებები ორ პუნქტად არის ჩამოყალიბებული: I საფეხური–ბაკალავრიატისათვის, ხოლო II საფეხური–მაგისტრატურისთვის. რადგან ლითონმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის კვლევის მეთოდები საერთოა როგორც მეტალოგრაფიაში, ისე მეცნიერული კვლევის საფუძვლებში, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მაგისტრანტებისათვის გაგვეთვალისწინებინა აგრეთვე დავალებები რაოდენობრივ მეტალოგრაფიაში, რაც მეცნიერული კვლევის საფუძვლების შესწავლის საგანია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე დამხმარე პერსონალს მატალოგრაფიისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებაში.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები