უაკ 626/627
ISBN 978-9941-20-780-8
151 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2016
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ჰიდროტურბინების ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები: სატურბინო კამერები, მიმმართველი აპარატი, მუშა თვალი, გამწოვი მილი, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობა: წყალმიმღებისა და სატურბინო მილსადენის საკეტები, ვაკუუმის მომხსნელი სარქვლები, ჰიდროტურბინაში ჰაერის შემშვები სარქვლები, უქმი საშვები, ტექნიკური წყალმომარაგების სისტემა, ზეთისა და პნევმატური მეურნეობები, სადაწნეო მილსადენები და სხვ. ჩამოყალიბებულია ჰიდროტურბინების რეგულირების ძირითადი ამოცანები. მოცემულია ჰიდროტურბინების ავტომატური რეგულირების პრინციპული სქემები, განხილულია სადაწნეო მილსადენში წნევის ცვლილება რეგულირების პროცესში და ავტომატური რეგულატორების ზეთსადაწნეო დანადგარების შერჩევის საფუძვლები. სახელმძღვანელო შედგენილია საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სასწავლო კურსის „ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროენერგეტიკული და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები“ სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია ამავე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო აგრეთვე ჰესების საექსპლუატაციო პერსონალსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.