მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი II
VI-XI საუკუნეები

image-1

უაკ 271.222(479.22)

ISBN 978-9941-28-896-8 (ყველა ნაწილი) ISBN 978-9941-28-898-2 (მეორე ნაწილი)

376 გვერდი

დამტკიცების თარიღი 01.01.1970


 


IV–V საუკუნეებში საქართველოს ეკლესიისა და ქართული ქრისტიანული კულტურის მძლავრი საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VIII–X საუკუნეები, როდესაც ეროვნული სულისკვეთება გამოიკვეთა და თანდათან ფრთები შეისხა ნაციონალურმა თვითშეგნებამ. ეს იყო ერთგვარი გამოპასუხება წინა საუკუნეებში არსებული ეროვნულ-ეკლესიური ჩაგვრისა. კერძოდ, VI და VII საუკუნეებში ჩვენში გაბატონებულმა სასანიდურმა სპარსეთმა და მის შემდეგ არაბულმა სახალიფომ დათრგუნა ეროვნულ-მართლმადიდებელი მიმართულება ქართული და ალბანური ეკლესიებისა, რადგანაც ეს დამპყრობლები განსაკუთრებულად მფარველობდნენ სომხურ-მონოფიზიტურ ეკლესიას ცდილობდნენ მის გაბატონებას ქართლის დაპყრობილ ნაწილსა (ტაოსა და ე.წ. „გუგარქში“) და ალბანეთში. მართლაც, VII ს. ბოლოსა და VIII ს. დასაწყისში არაბთა ხელშეწყობით სომხურმა ეკლესიამ გააუქმა ალბანეთის ეროვნული საკათალიკოსო, აკრძალა ალბანურენოვანი ღვთისმსახურება და მის ადგილას დააწესა სომხურენოვანი, ასევე მოიქცა გუგარქსა და ტაოშიც, აქაც სომხურმა ეკლესიამ გააუქმა ქართულენოვანი წირვა-ლოცვა და აქაურ ქართველობას დაუნერგა სომხურენოვანი ღვთისმსახურება. ამ უკანონობას წინ გმირულად აღუდგა ქართლის კათალიკოსი კირიონ I. მან ურთულეს ეპოქაში მოახერხა და გუგარქის ქართველობას კვლავ აღუდგინა ქარ-თულენოვნება. კირიონის ღვაწლის გავლენით ტაოს ქართველობამაც VIII ს. 80-იან წლებში აღიდგინა ქართულენოვანი ღვთისმსახურება და დაუბრუნდა დედაქართული ეკლესიის წიაღს. აქაური, ტაოს „ქართველთა სამეფო“ იმდენად გაძლერდა, რომ მეფე დავით კურაპალატის კარზე პირველ მღვდელმთავარს „აღმო-სავლეთის კათალიკოსისა“ და პატრიარქის ტიტულიც კი ჰქონდა („აღმოსავლეთს“ უწოდებდნენ იმ ტერიტორიას, რომელსაც მალევე, XI ს.-ში, „იბერიის თემი“ (θέμα 'Ιβηρίας) დაერქვა). მის გარდა საქართველოს ეკლესიის მძლავრ ფრთას ქმნიდა VIII საუკუნისათვის ჩამოყალიბებული ქართული საეკლესიო ერთეული – აფხაზეთის საკათალიკოსო. წიგნში გარკვეულია, რომ კონსტანტინოპოლის ლაზიკის (ფასიდის) ეპარქია მოიცავდა არა დასავლეთ საქართველოს, არამედ ყოფილ ქართულ რეგიონს, მდებარეს ტრაპეზუნტიდან ვიდრე ჭოროხამდე, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება.
დიდება და მადლობა უფალს.

იბეჭდება პროფესორ ივანე გორგიძის საერთო რედაქციით

ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 და თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის 20 წლისთავს.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები