უაკ 694.6
ISBN 978-9941-20-555-2
165 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.04.2015
სახელმძღვანელოში მოცემულია ზეინკლის სამუშაო ადგილის მოწყობისა და ორგანიზაციის, დეტალების გაზომვისა და საკონტროლო იარაღების შესახებ ცნობები. აღწერილია საზეინკლო იარაღები და ხელსაწყოები, საზეინკლო ოპერაციების შესრულების ხერხები. დანართში მოცემულია ურთიერთშეცვლადობის ძირითადი ცნებები და ტერმინები, მოყვანილია მანქანათმშენებლობაში გამოყენებული მასალები, ცხრილები და ცნობარები. განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია საწარმოსათვის მუშების მოსამზადებლად.