უაკ 2(02)
ISBN 978-9941-20-616-0
261 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2014
განსაკუთრებულია კირიონ I-ის დამსახურება ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე. მისი ღვაწლი რომ არა, ქართველი ერის ერთი ნაწილი არმენიზაციის ჭაობში გაქრებოდა ისევე, როგორც გაქრა და დავიწყებას მიეცა ალბანელი ერი, მის მიმართ განხორციელებული სომხური საეკლესიო პროზელიტიზმის შედეგად, რასაც კარგად აღწერს მოვსეს კალანკატუაცი. კირიონ I-მა კათალიკოსმა არმენიზაციის გზაზე შემდგარ ქართველებს გუგარქში აღუდგინა ქართულენოვანი ლიტურგია, და უფრო მეტიც, მან დაიწყო პროცესი სომხურ-ქართული ეკლესიების ურთიერთდაშორებისა, რამაც, როგორც ითქვა, ასიმილაციისაგან იხსნა ქართველი ერის ერთი ნაწილი. მისმა თავდადებამ საოცარი შედეგი გამოიღო საქართველოს გარეთაც, გამოაფხიზლა იმჟამად არმენიად წოდებულ ვრცელ ქვეყანაში (კერძოდ, ბასიანში, ვანანდში, კარინში, ბაგრევანდში, სამხრეთ ტაოში და სხვა) მცხოვრები მკვიდრი ქართველობა, ამის შედეგად მათ თავი დააღწიეს არმენიზაციის პროცესს, სრულად აღიდგინეს თავიანთი ქართული ეროვნული იდენტობა და VIII–X საუკუნეებში დაუბრუნდნენ ქართული ეკლესიის წიაღს. მიტროპოლიტ ანანიას ამ წიგნში გამოყენებულია უკვე გამოქვეყნებული მასალის ნაწილი მისივე სხვა ნაშრომებიდან. წიგნი განკუთვნილია ისტორიით დაინტერესებულთათვის.