უაკ 531.8
ISBN 978-9941-20-104-2
99 გვერდი
დამტკიცების თარიღი 09.03.2012
წარმოდგენილი დამხმარე სახელმძღვანელო „ტექნიკური მექანიკის საფუძვლები“, ჯერჯერობით ერთადერთი სასწავლო კურსია, რომელიც შედგენილია საზღვაო საქმის მომავალი სპეციალისტებისათვის, კერძოდ კი იმ მსმენელებისათვის, რომლებიც იძენენ საზღვაო-საინჟინრო განათლებას. წინამდებარე სახელმძღვანელოში ორგანულადაა შერწყმული - „მასალათა გამძლეობის“, „მექანიზმების თეორიის“ და „მანქანათა ნაწილების“ კურსები, სადაც განხილულია ისეთი პრინციპული საკითხები, როგორებიცაა - მექანიკური სისტემების სტრუქტურა, კინემატიკური და დინამიკური ანალიზი, კონსტრუქციული კვანძების გაანგარიშების მეთოდები, ჰიდრავლიკური ამძრავების გაანგარიშების საფუძვლები და სხვ. თეორიულ ანალიზს თან ერთვის პრაქტიკული ამოცანები, რომლებიც დაეხმარება მსმენელებს წარმოდგენილი თეორიული მასალის უკეთ ათვისებაში. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საზღვაო საინჟინრო სპეციალობების, კურსანტებისათვის და სტუდენტებისათვის.