უაკ: 614.841.33
სახელმძღვანელოს ძირითადი პედაგოგიური კონცეფცია გამომუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტთან არსებული უმაღლესი სკოლების გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრის მსმენელთათვის.
უაკ: 681.3.06
სახელმძღვანელოში განხილულია დაპროგრამების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უნივერსალური ენის – პითონის გამოყენების ფართო შესაძლებლობები. მოცემულია ამ ენის ძირითადი კონსტრუქციები, მმართველი სტრუქტურები, ოპერატორები, ენაში ჩაშენებული ფუნქციები და მეთოდები, სამომხმარებლო ფუნქციები, მონაცემთა სტრუქტურები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამონაკლისების მართვის საკითხებს, ფაილურ სისტემას, მოდულებსა და პაკეტებს, ტექსტური ინფორმაციის დამუშავებას. განხილულია ობიექტზე ორიენტირებული პითონის კლასები და მემკვიდრეობის საკითხები. წიგნი მოიცავს თეორიულ წინამძღვრებს და მასში აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები. გამოცემა განკუთვნილია დაპროგრამების ენა Python-ის ასათვისებლად.
უაკ: 551.49+624.131.1
განხილულია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ასახავს მიწისქვეშა წყლების ფორმირებისა და გავრცელების, აგრეთვე გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოლოგიურ თავისებურებებს. დახასიათებულია წყლის განაწილება ატმოსფეროში, მიწის ზედაპირსა და წიაღში, მიწისქვეშა წყლების ფიზიკური თვისებები და ქიმიური შედგენილობა, მათი წარმოშობა, მიწისქვეშა წყლების ტიპები და მათი კლასიფიკაცია, ბუნებრივი გამოსავლები მიწის ზედაპირზე, მინერალური და სამრეწველო წყლები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ჰიდროგეოლოგიური პირობები, მიწისქვეშა წყლების მოძრაობა და მათი მოდინება საკაპტაჟე ნაგებობებისაკენ, სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებისას მიწისქვეშა წყლებთან ბრძოლის მეთოდები, ჰიდროგეოლოგიური კვლევის თავისებურებები სასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების დროს. აგრეთვე განხილულია ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები და მოვლენები, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ამოცანები და სახეობანი, ზოგადი ცნობები ბინარული სისტემის, მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ საინჟინრო-გეოლოგიის ამოცანები გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით. განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. დიდად დაეხმარება აგრეთვე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
სახელმძღვანელოში „მონაცემთა ბაზების დაპროექტება“ მოცემულია თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში გამოყენებული მონაცემთა ბაზების თეორიისა და დაპროექტების საფუძვლების ძირითადი საკითხები. წარმოდგენილი სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.
უაკ: 341.23
ნაშრომში, შედარებითი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, გაშუქებულია სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი და განსაკუთრებული ხასიათის პრობლემური და პრაქტიკული თვალსაზრისით დღეისათვის აქტუალური საკითხები. ნაშრომი მესამე გადამუშავებული გამოცემაა და შედგენილია 2010 წელს არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ამ პერიოდისთვის დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე. განკუთვნილია იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის და ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ნოვატორული საკითხებით დაინტერესებული იურისტებისა და ეკონომისტებისათვის.
უაკ: 53:616
სახელმძღვანელოს გამოყენებით შესაძლებელი იქნება სამედიცინო ფიზიკის საფუძვლებში სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება იმ დონეზე, რომ შეძლონ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ფიზიკური არსის დადგენა და სამედიცინო-ტექნიკური ინფორმაციის ადეკვატური აღქმა. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრიატისა და სამედიცინო ფიზიკის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 72.01
სახელმძღვანელოში გადმოცემულია ცნობები არქიტექტურასა და მის მატერიალურ პალიტრას შორის მრავალმხრივ ურთიერთკავშირზე. მეტი ყურადღება ეთმობა თვისებებს, რომლებიც აყალიბებენ არქიტექტურული ფორმების ესთეტიკურ აღქმას, მათი გამოყენების გამოცდილებას არქიტექტურულ-საშენებლო პრაქტიკაში. ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურული სპეციალობის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ არქიტექტორებს, დიზაინერებს, რესტავრატორებს და არქიტექტურულ-საშენებლო საქმიანობაში მოღვაწე პერსონალს.
უაკ: 621.313.13
განხილულია როგორც მუდმივი, ისე ცვლადი დენის ელექტროამძრავების უკუკავშირიანი სისტემები. შედგენილია სტატიკური და დინამიკური რეჟიმების აღმწერი მათემატიკური მოდელები. მოცემულია ელექტროამძრავების დინამიკური მახასიათებლების ოპტიმიზების მეთოდები მექანიკური გადამცემი ლილვის დრეკადი თვისებების გათვალისწინებით. მოყვანილია კომპიუტერული მოდელირების შედეგები. სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის ვისაც აინტერესებს ავტომატიზებული ელექტროამძრავების შესწავლა.
უაკ: 929.113
სახელმძღვანელოში განხილულია ექსპლუატაციის პროცესში ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები, ავტომობილის წესივრულობის შენარჩუნების მეთოდები, საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოების ტიპები და მათი ფუნქციები, ტექნიკური მომსახურების ზოგადი პრინციპები და ტექნოლოგიური პროცესის ორგანიზაციის ფორმები და მეთოდები, ავტომობილის სერვისის არსი და საწარმოო პროცესების ორგანიზაციის საკითხები. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ სარგებლობას მოუტანს როგორც ავტომობილების სერვისით დაკავებულ პრაქტიკოს მუშაკებს, ისე ავტომოყვარულებს.