უაკ: 669.2/8 (075.8)
სახელმძღვანელოში განხილულია პირო და ჰიდრომეტალურგიული პროცე-სებისათვის განკუთვნილი ძირითადი აპარატურის კონსტრუქციული აღწერა და ტექნიკური მახასიათებლები. ყოველი თავის შემდეგ მოცემულია შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოები, აპარატებში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისა და ზოგიერთი ჰიდრომეტალურგიული აპარატის გაანგარიშება.წიგნი განკუთვნილია ფერადი მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ის ასევე დახმარებას გაუწევს ამ დარგის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
უაკ: 323.28:327
სახელმძღვანელოში მეცნიერულად არის გაანალიზებული საერთაშორისო ტერორიზმის წარმოშობისა და განვითარების დინამიკა; პოლიტიკური და რელიგიური ტერორიზმის თანამედროვე პრობლემები; ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების ანატომია; საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული მსოფლიო მასშტაბის ანტიტერორისტული კამპანიის სტრატეგია, ტაქტიკა და სხვა საკითხები. წიგნი შედგენილია საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული სამეცნიერო და სასწავლომეთოდიკური ლიტერატურის გათვალისწინების საფუძველზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სოციალური და ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტერორიზმის პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 621.165-621.438
წიგნი არის ამავე ავტორის სახელმძღვანელოს „ორთქლის და აირის ტურბინების“ (თერმოდინამიკური ციკლები და ტურბინის საფეხურის თეორია) მეორე ნაწილი. აქ გაშუქებულია მრავალსაფეხურიან ორთქლის ტურბინასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: ტურბინის სადენი ნაწილის გაანგარიშების საფუძვლები, ორთქლგანაწილების სისტემები, საკონდენსაციო დანადგარები, ტურბინების რეგულირება, თბოფიკაციური ორთქლის ტურბინები და სხვა. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აირტურბინული, ორთქლაირული და კოგენერაციული დანადგარების სქემების აღწერას, მუშაობის პრინციპის, ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებისა და სხვა მახასიათებლების განხილვას.სახელმძღვანელო დაწერილია მოქმედი სილაბუსის შესაბამისად და განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „თბოენერგეტიკული დანადგარების“ მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ამ წიგნით ასევე შეუძლიათ ისარგებლონ თბოელექტროსადგურებში მომუშავე ინჟინერტექნიკურმა მუშაკებმა და თბოენერგეტიკით დაინტერესებულმა პირებმა.
უაკ: 627.2/3
განხილულია ნავსადგურებისა და საზღვაო ტრანსპორტის დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოს მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური აღჭურვა და შესაძლებლობანი. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ტექნიკური უნივერსიტეტების საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3.06
წიგნში განხილულია WEB დოკუმენტების შესაქმნელად განკუთვნილი სცენარების სპეციალიზებული ენა Javascript-ი და ამ ენის შესაძლებლობების განმავითარებელი, ბოლო წლებში შემუშავებული ტექნოლოგიები: Ajax, jQuery და Json. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.
უაკ: 539.3(2)
სახელმძღვანელო-მასალათა გამძლეობა, II ნაწილი-შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს ამ საგნის II ნაწილის ძირითად საკითხებს. მასში მოყვანილია მრავალი რიცხვითი მაგალითი და ილუსტრაცია, რაც მკითხველს საკითხების უფრო ნათლად წარმოდგენის საშუალებას აძლევს. სახელმძღვანელოში, შესაბამისი თემების შეუცდომლად აღქმისათვის და მასალის სწორად გააზრების მიზნით, თავების დასასრულს დართულია კითხვა-პასუხები. იგი შედგება შვიდი თავისაგან: გადაადგილებების განსაზღვრა ღუნვისას, გადაადგილებათა განსაზღვრის ენერგეტიკული მეთოდები, სტატიკურად ურკვევი სისტემების გაანგარიშება, რთული წინაღობა, კონსტრუქციის ელემენტების გაანგარიშების პრინციპები დრეკადობის ზღვრებს მიღმა, დეფორმირებადი სისტემების წონასწორობის მდგრადობა, გაანგარიშება დინამიკურ დატვირთვაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.208
სახელმძღვანელოში განხილულია მრეწველობის დარგებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გამოყენებული გადამწოდების ფართო სპექტრი. აღწერილია მათი როგორც მოქმედების პრინციპები, ისე ჩართვის სქემები და პრაქტიკული გამოყენების მაგალითები. იგი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და საინჟინრო პერსონალს სხვადასხვა დანიშნულების საზომი სისტემების დამუშავების საკითხების გადაჭრაში.
უაკ: 621.8
სახელმძღვანელოში განხილულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესებისათვის განკუთვნილი მექანიზაციის საშუალებები; აღწერილია ელევატორები, ხრახნული და გორგოლაჭიანი კონვეიერები, ჩამოსაშვები ღარები, თვითდინებითი მილსადენები და ხრახნული ჩამოსაშვებები. მოცემულია პნევმატიკური, აეროზოლური, ჰიდრავლიკური და აეროგრავიტაციული სატრანსპორტო სისტემები, აგრეთვე ცალობითი და ფხვიერი ტვირთის ჩასატვირთავ-განმტვირთავი სატრანსპორტო საშუალებები. წიგნი განკუთვნილია კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის „კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 621.56
სახელმძღვანელოში განხილულია მაცივარი მანქანისა და დანადგარის ავტომატიზაციის ხელსაწყოების და საშუალებების პრინციპული სქემები; აღწერილია მათი მოქმედების პრინციპები და გამოყენების ადგილი; წარმოდგენილია ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და საშუალებების მაცივარ მანქანასა და დანადგარზე დამონტაჟებისა და მომსახურების მეთოდები. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.