უაკ: 801.3(031):659.2
ზოგადტერმინოლოგიური ლექსიკონის მეორე წიგნი მოიცავს 62 ათასზე მეტ ტექნიკურ და საინჟინრო-საინფორმაციო სიტყვა-ტერმინს, სპეციფიკურ ცნებასა და ფრაზეოლოგიურ გამონათქვამს. ლექსიკონში ასახვა პოვა ისეთმა სასწავლო-სამეცნიერო დარგებმა და დისციპლინებმა როგორიცაა: ა) ინფორმატიკა–ზოგადტექნიკური და საინჟინრო-საინფორმაციო ინგლისური და ქართული ტერმინები აბრევიატურით–შემოკლებული სიტყვების განმარტებებით, ბ) ბიოტექნოლოგია და გენური ინჟინერია, გ) ელექტროტექნიკა და სხვ. ლექსიკონი განკუთვნილია ტექნიკურ დარგებში მომუშავე სპეციალისტებისათვის, მთარგმნელების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
უაკ: 624:725.15
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასამართლო სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები, განმარტებულია საგნის არსი, ამოცანები და ექსპერტიზის ობიექტები. მოცემულია ექსპერტიზის დროს გამოყენებული მეთოდები და საშუალებები; სამართალწარმოებისას–ექსპერტებისა და სპეციალისტების პროცესუალური დებულებები და ექსპერტიზის წარმოების პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა. ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მშენებლებს, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და ინჟინერ-ექსპერტებს.
უაკ: 544.47
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კატალიზის მოვლენა, კატალიზური რეაქციების კინეტიკის კანონზომიერებანი და კატალიზური რეაქციების მნიშვნელობა ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მრეწველობისთვის. იგი ძირითადად განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგება მაგისტრატურის სტუდენტებსა და განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 621.75
ნაშრომში მოცემულია საზომი და საკონტროლო იარაღების კონსტრუქციისა და მუშაობის პრინციპების აღწერა, მათი გამოყენების კონკრეტული მაგალითები.განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.დაეხმარება საინჟინრო სპეციალობის დაუფლების სურვილის მქონე ყველა პირს გაზომვების ტექნიკის უნარების ჩამოყალიბებაში, ასევე გამოადგება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 621.01
მეთოდიკური მითითება შედგენილია მიწის სამუშაოების მანქანების კურსის სილაბუსის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სპეციალობით სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანები და მოწყობილობები. იმის გამო, რომ სალექციოდ განკუთვნილი საათების რაოდენობა მცირეა, ხოლო მასალა საკმაოდ მოცულობითი, პრაქტიკული სამუშაოების წარმოდგენილი მეთოდიკური მითითება შეიცავს რამდენიმე სემინარული დამუშავების თემას, რომელთა სრულად გადაცემა სალექციო კურსში მათი სპეციფიკურობის გამო ვერ ხერხდება. განხილულია ძირითადი მიწის სამუშაოების მანქანების (ერთციცხვიანი ექსკავატორების, სკრეპერების, ბულდოზერების, საფხვიერებლების) სამუშაო პროცესი და მოცემულია მათი ძირითადი პარამეტრებისა და მოქმედი დატვირთვების მაგალითების ამოხსნა, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სალექციო მასალა. აღნიშნული მეთოდიკური მითითება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგისტრანტების მიერ საკურსო პროექტის შესრულებისას მიწის სამუშაოების მანქანების დაპროექტებაში.
უაკ: 517.958
დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. იგი სავსებით შეესაბამება დარგის თანამედროვე განვითარების დონეს. მოიცავს ცოცხალი სისტემის ანალიზის ძირითად მათემატიკურ მეთოდებს. ცოცხალ სისტემაში შედის როგორც ფიზიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სისტემები. ამ ტომში განხილულია ცოცხალი სისტემის შესაბამისი დიფერენციალური სტრუქტურების პრაქტიკული გამოყენების თავისებურებები; ცოცხალი სისტემის კვლევის ალგებრულ-გეომეტრიული მეთოდები; ტოპოლოგიური ჯგუფები; ლის ალგებრები, კარტანის დიფერენციალური ფორმები; ტენზორები, დიფერენცირებადი მრავალსახეობები და მათი კონკრეტული გამოყენების მეთოდები; რიმანის გეომეტრია და აინშტაინის განტოლებები. ნაშრომი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621 38
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკის პრაქტიკულ სამუშაოებს. ნაშრომი შედგება შესავლისა და ათი პრაქტიკული სამუშაოსაგან. შესავალში მოცემულია დიაგნოსტიკის ძირითადი ცნებები და განმარტებები. პირველი ექვსი სამუშაო აგებულია სახეთა გარჩევის სტატისტიკური თეორიის საფუძველზე და მათში გამოყენებულია ტექნიკური დიაგნოსტიკის ბაიესის, მინიმალური რისკის, მცდარი გადაწყვეტების მინიმალური რაოდენობის, მაქსიმალურის მართლმსგავსებისა და მინიმაქსის მეთოდები. მომდევნო სამი სამუშაოს საფუძველია ინფრაწითელი დიაგნოსტიკის მეთოდები, ხოლო მეათე სავარჯიშო შესრულებულია დეფექტების დიაგნოსტიკის არაწრფივი დამახინჯებების მეთოდის საფუძველზე.წიგნი განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისთვის კომპიუტერთან მუშაობის აუცილებელი, ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მაგალითები, ვარიანტები და ოქმის გაფორმების ნიმუში.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის ასევე გამოადგება ამავე დარგის მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 621.59
მეთოდიკურ მითითებაში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშების მეთოდიკა. წარმოდგენილია ერთსაფეხურიანი მაცივარი მანქანები რეგენერაციის გარეშე და რეგენერაციით, ორსაფეხურიანი კუმშვის მანქანები ერთმაგი და ორმაგი რეგულირებით, ორსაფეხურიანი მანქანები შუალედური გაცივებით და პარალელური დროსელირებით, ორსაფეხურიანი მანქანები კომპრესორის შეწოვის ხაზზე მაცივარ-აგენტის ორთქლის შეშხეფებით, აგრეთვე კასკადური და ვორხისის ციკლით მომუშავე მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშებები. განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში: დგუშიანი კომპრესორები, როტაციული კომპრესორები და ხრახნული კომპრესორები. მეთოდური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.