უაკ: 54.661.2
სალექციო კურსი „გოგირდმჟავას ტექნოლოგია“ არის ნაწილი საგნისა „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას ტექნოლოგია“. მასში სილაბუსის შესაბამისად, განხილულია გოგირდმჟავას, მისი წარმოების ნედლეულისა და წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე ნახევარპროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, სხვადასხვა ნედლეულზე მომუშავე გოგირდმჟავას წარმოების ტექნოლოგიური სქემები და მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების თეორიული და პრაქტიკული მხარეები. გაშუქებულია გოგირდმჟავას წარმოების განვითარების თანამედროვე ტენდენციები. სალექციო კურსი გათვალისწინებულია „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ სპეციალობის არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის. ის დახმარებას გაუწევს სტუდენტებს როგორც „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას წარმოების“ კურსის ათვისებაში, ისე გოგირდმჟავას წარმოებით და სასარგებლო წიაღისეულის ქიმიური გადამუშავების მეთოდებით დაინტერესებულ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
უაკ: 664
სალექციო კურსში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა დაპროექტებისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები, ტექნოლოგიურ ხაზში შემავალი მანქანების მუშაობის შეთანხმებულობა, მშენებლობის აუცილებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, დაპროექტების ტექნოლოგიური ნაწილი, სადაც მოცემულია დასაგეგმარებელი საწარმოს ტექნოლოგიური მოწყობილობის შერჩევისა და გაანგარიშების მაგალითები პურისა და ჩაის წარმოებებში; ტექნოლოგიური გაანგარიშების შედეგად შერჩეული მოწყობილობის საწარმოო საამქროებში ოპტიმალურად განლაგება, საწარმოს დაპროექტების სამშენებლო, სანიტარულ-ტექნიკური, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებანი, საწარმოს დაპროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილი. სალექციო კურსი განკუთვნილია კვების მრეწველობის მექანიკური და ტექნოლოგიური ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და კვების მრეწველობასთან დაკავშირებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 62-71
სალექციო კურსში მოცემულია თერმომარეგულირებელი ვენტილების მუშაობის პრინციპები, მათი აწყობის ნორმები, გაუმართაობანი და მისი მმართველი ტრაქტი. გაკეთებულია ანალიზი მათ პულსაციასა და წარმადობაზე. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კომპრესორების მუშაობის ყველა ასპექტს: ინდიკატორულ დიაგრამას, მასური ხარჯის დამოკიდებულებას სიცივის მწარმოებლობაზე, დუღილის წნევის ანომალიური დაცემის საკითხებს. აქვეა განხილული სისტემებში მაცივარაგენტების ჟონვის საკითხები; ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა შემოწმდეს კონტურის ჰერმეტულობა, მაცივარაგენტების ჩართვის საკითხები. აგრეთვე მაცივარაგენტების ჩატვირთვის ოპტიმალური ნორმებიდან გადახვევის მავნე შედეგები და მათი აღმოფხვრის გზები. სალექციო კურსი განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში: სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ტექ-მომსახურება, დგუშიანი კომპრესორები, როტაციული კომპრესორები და ხრახნული კომპრესორები. მეთოდიკური მითითებები შეიძლება გამოიყენონ, აგრეთვე, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.
უაკ: 641.57
სალექციო კურსში განხილულია კვების პროდუქტების სამაცივრო ტექნოლოგია. მოყვანილია კვების პროდუქტების სამაცივრო გაცივების, გადაცივების, გაყინვისა და გალღობის რეჟიმები, სხვადასხვა პროდუქტისათვის განკუთვნილი გამაცივებელი მოწყობილობები და მათი თავისებურებანი. განხილულია სხვადასხვა სახის პროდუქტისათვის გაცივებისა და გალღობის რეჟიმების შერჩევის პირობები. გამოცემა განკუთვნილია „სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „სამაცივრო ტექნიკა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 622.867
სალექციო კურსში განხილულია შემდეგი საკითხები: სამთომაშველი სამსახურის შემადგენელი ნაწილები და მათი ორგანიზაცია, სამთომაშველი სამსახურის მოვალეობები, სამთომაშველი საქმის ორგანიზაცია საზღვარგარეთ, საბრძოლო მომზადების ორგანიზაცია, სამთომაშველი ნაწილების აღჭურვილობა, სამთომაშველი ნაწილის კავშირის საშუალებები, დანადგარები, საშახტო თვითმაშველები და რესპირატორები, სამედიცინო სამთომაშველი აპარატურა, დანადგარები შახტის ატმოსფეროს შედგენილობის კონტროლისათვის, ხანძრის ლიკვიდაციის საშუალებები, ავარიების ლიკვიდაციის გეგმა. გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვისა“ და „სამთო და გეოინჟინერიის“ ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.7:347.77
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში არსებული მინერალური ნედლეულის შედარებით უფრო მეტად გავრცელებული სახეობების ანალიზური კონტროლის მეთოდები, რომლის საფუძველზეც მომავალმა ექსპერტმა უნდა შეძლოს მინერალური ნედლეულის შედგენილობის, ხარისხისა და სტანდარტის დადგენა.ლაბორატორიული პრაქტიკუმის მეთოდური მითითება განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის არაორგანულ ნივთიერებათა და ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 528:528.02/.08
სალექციო კურსი „უმაღლესი გეოდეზია“ ითვალისწინებს სახელმწიფო გეოდეზიური ქსელების საფუძვლის შექმნის მეთოდებს და პირობებს. ეს ქსელები არის როგორც თარაზული, ისე ვერტიკალური, ემსახურება ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოს და სახელმწიფო ტერიტორიის აგეგმვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი მასშტაბის აგეგმვითი სამუშაოს ჩატარებისას. სწორედ ამის საშუალებით ხდება დედამიწის ზედაპირის დეფორმაციის განსაზღვრა. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.232.8
სალექციო კურსში მოცემულია სამთო მანქანების კლასიფიკაცია და მათი ექსპლუატაციის პირობები. განხილულია საბურღი მანქანების, ამოსაღები კომბაინების და კომპლექსების, გვირაბგასაყვანი მანქანების და კომპლექსების, სატვირთ-გადასატანი მანქანების ძირითადი პარამეტრები და კვანძები, აგრეთვე მექანიზებული სამაგრის კონსტრუქციული ტიპები, სამთო მაქანების განვითარების პერსპექტივები. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.1
სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე სპეციალისტის საინჟინრო საქმიანობის და პროფესიული მომზადების საკითხები, კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის სფეროში. მისი მიზანია მომავალი ახალგაზრდა სპეციალისტების ინფორმირება და არჩეული სპეციალობის გაცნობიერება, რაც გახდება სტუდენტის პროფესიული მომზადების საფუძველი. სახელმძღვანელო იძლევა წარმოდგენას კვების მრეწველობის დარგის ზოგად სტრუქტურასა და მის თანამედროვე მდგომარეობაზე, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტების პოტენციური დასაქმების სფეროზე, აგრეთვე პროდუქტების წარმოების ძირითად პროცესებზე, შესაბამის მოწყობილობებთან მჭიდრო კავშირში. მოცემულ სასწავლო კურსში მიღებული ცოდნა აუცილებელია ზოგადტექნიკური და სპეციალური დისციპლინების ასათვისებლად, სწავლების მთელ პერიოდში. გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.