უაკ: 621.311.21
სალექციო კურსში მოცემულია ჰესების ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასიფიკაცია ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, განხილულია კალაპოტური, კაშხალთან მდებარე და დერივაციული ტიპის ჰესების გაერთიანების სქემები, კაშხლების, წყალმიმღები, წყალსაგდები, წყალსატარი ნაგებობების, სალექრების, სადაწნეო აუზების, სადერივაციო არხებისა და გვირაბების, სადაწნეო მილსადენების სახეობები, დანიშნულება და მუშაობის პრინციპი. მოცემულია აგრეთვე სხვადასხვა ტიპის ჰესის შენობების კონსტრუქციული თავისებურებები და მათი ძირითადი შემადგენელი ელემენტების დახასიათება. გაშუქებულია ჰესების სპეციალური, ნაკლებად გავრცელებული, ტიპები და ჰესების მიმართ წაყენებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები. ყოველივე გადმოცემულია ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების პარამეტრების – დაწნევის, სიმძლავრის გათვალისწინებით, რაც ხაზს უსვამს ჰიდროელექტროსადგურებზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ენერგეტიკული გამოყენების სპეციფიკურობას.ეს გამოცემა მოცულობით და შინაარსით სრულად შეესაბამება ამავე დასახელების სასწავლო კურსის სილაბუსს. იგი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.9.06
სალექციო კურსში განხილულია ტექნოლოგიური მანქანების გამოცდის, კვლევის, ექსპლუატაციის, რემონტის და მოდერნიზაციის საკითხები. მოყვანილია ლითონსაჭრელი ჩარხების ცალკეული დეტალების სიზუსტის გაზომვის მეთოდები. აღწერილია საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და სამარჯვები, მათი მუშაობის პრინციპები და გამოყენების მეთოდები. განხილულია ლითონსაჭრელი ჩარხების ცალკეული დეტალების აღდგენა-რემონტის მეთოდები, ზოგიერთი კვანძის რეგულირების მეთოდები. წიგნი განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის სტუდენტებისათვის, ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე ტექნოლოგიური მანქანების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 33
სალექციო კურსში განხილულია მიკროეკონომიკის საკითხები პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.Robert E. Hall, Marc Lieberman. Microeconomics: Principles and Applications წიგნის მიხედვით.
უაკ: 664.(03)
სალექციო კურსში განხილულია კვების პროდუქტების ფიზიკურ-მექანიკური და რეოლოგიური თვისებების ცნებები და განსაზღვრებები. წარმოდგენილია რეალური მასალების რეოლოგიური მოდელები, კვების პროდუქტების რეოლოგიური თვისებების შესწვლის მეთოდები და ხელსაწყოები. ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სასურსათო ტექნოლოგიისა და მოწყობილობების პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის დოქტორანტებს.
სალექციო კურსში განხილულია ჩარხების დინამიკის ძირითადი საკითხები: დრეკადი სისტემების, ჭრის პროცესების, ბრუნვითი მოძრაობების, ამძრავთა გარდამავალი პროცესების ძირითადი მახასიათებლები, ფრიქციული ავტორხევები და რხევები; აგრეთვე რთულპროფილიანი დეტალების დამამუშავებელი კონკრეტული საჩარხო სისტემების დინამიკის მათემატიკური მოდელების აგების საკითხები; მოყვანილია ჩარხების დინამიკური მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები. წიგნი განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების სპეციალობების მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 004.6
სალექციო კურსში განხილულია საწარმოო ავარიებითა და კატასტროფებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციები, პოტენციურად საშიშ ობიექტებზე ავარიის სახეები, მათი წარმოქმნის მიზეზები და შედეგები, ტექნოგენური საფრთხეების წარმოქმნის მექანიზმები, საფრთხეების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მეთოდები; ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას უსაფრთხო ქცევისა და ადამიანთა დაზიანებისას პირველადი დახმარების წესები.წიგნის ტექსტი შეხამებულია სქემებთან, ნახაზებთან და ცხრილებთან, რაც მკითხველს გაუადვილებს თეორიული მასალის აღქმასა და დამახსოვრებას. გამოცემას თან ერთვის ტექნოგენურ ავარიებსა და კატასტროფებთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებები და ძირითადი ცნებები.სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „უსაფრთხოების ინჟინერიისა და რისკების შეფასების“ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.
უაკ: 655.3
სალექციო კურსში „ბეჭდვითი ნაწარმის ტექნოლოგიური პროცესები“ ასახულია ის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ბეჭდვითი მედია. განხილულია სხვადასხვა ტიპის ოფსეტური მანქანები, მათი მუშაობის პრინციპები, ტექნოლოგიური პროცესები, ბეჭდვის სხვადასხვა სახეობა, აღწერილია ამ პროცესებში გამოყენებული მასალები.გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სამრეწველო ინჟინერიის პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 655.1
სალექციო კურსში განხილულია ბეჭდვით მედიაში გამოყენებული მასალები, მათი მიღებისა და დამუშავების მეთოდები, ფუნქციური დატვირთვის სახეები, ასევე მათი კლასიფიკაცია. მოცემულია პოლიგრაფიული მასალების შენახვისა და აკლიმატიზაციის პირობები. ბეჭდვის პროცესში გასათვალისწინებელი ტექნიკური მახასიათებლები.გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სამრეწველო ინჟინერიის პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.7.09(075.8)
სალექციო კურსში განხილულია მამდიდრებელ ფაბრიკებში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის საშუალებები. კერძოდ, აღწერილია ფიზიკური სიდიდეები – მადნის და პულპის დონის, ხარჯის, სიმკვრივის, გრანულომეტრიული შედგენილობის გამზომი გადამწოდები და მათი სიგნალების ჩამწერი მეორეული ხელსაწყოები. განხილულია, ასევე, მადნისა და გამდიდრების პროდუქტების ნივთიერი შედგენილობის და პულპის იონური შედგენილობის კონტროლის საშუალებები. აღწერილია მამდიდრებელი პროცესების ტექნოლოგიური (რეჟიმული) პარამეტრების გაზომვის საშუალებები–დამსხვრევის პროცესში სამსხვრეველას ძრავას სიმძლავრის, დაქუცმაცების პროცესში წისქვილში მადნის მარაგის, დალექვის პროცესში სალექი მანქანის საგების სისქის (გაფხვიერების) გადამწოდები.გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.