image-1
თ. ლოლაძე, მ. თალაკვაძე, რ. თურმანიძე

მასალების ჭრით დამუშავება

უაკ: 621.9.022

სალექციო კურსში განხილულია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, ასევე სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების მასალების ჭრით დამუშავების და დარგობრივ სამრეწველო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების სასწავლო კურსების სილაბუსში მოცემული საკითხები, როგორიცაა ჭრის კინემატიკა და დინამიკა, ბურბუშელას წარმოქმნის პროცესი, ჭრის ძალები, სითბური მოვლენები, მჭრელი იარაღების ცვეთისა და მედეგობის საკითხები, მექანიკის ინჟინერიაში გამოყენებული საიარაღო მასალები, დამუშავების ძირითადი პროცესების – ახარატების, ღერძული დამუშავების, ფრეზვის, რანდვის, გამოწელვისა და აბრაზიული დამუშავების პროცესების თავისებურებანი.
სალექციო კურსი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამების – მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, ასევე სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. გამოცემა გამოადგება ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს.

 

 

image
ი. ელერდაშვილი-ლომიძე, ზ. ღვინიაშვილი

მოცულობითი ჰიდროამძრავების დაპროექტება

უაკ: 62-82

სალექციო კურსში ასახულია სხვადასხვა დანიშნულების მანქანაში ჰიდროსისტემების დაპროექტების საკითხები. მოცემულია ჰიდროსისტემის სქემები, რეკომენდაციები და კონსტრუქციული გადაწყვეტები, რომლებიც მიმართულია საიმედოობისა და ხანგამძლეობის გაზრდისათვის. განხილულია სიჩქარის რეგულირების ძირითადი პრინციპები ძალიან მცირე და ნახტომისებრი მიწოდებისას, სიჩქარის ავტომატური გადართვის ხერხები. კარგად არის გადმოცემული სისტემის მქ კოეფიციენტის გაზრდის საკითხები მუშაობაში თანამიმდევრულად ჩართული რამდენიმე შემსრულებელი მექანიზმის შემთხვევაში. აღწერილია ცილინდრებისა და ჰიდროამძრავების სინქრონული მუშაობა მათი პარალელური და თანამიმდევრული ჩართვისას.
ნაშრომი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
კ. დემეტრაშვილი, ი. შურღაია

ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები

უაკ: 658.52.011.56

სალექციო კურსში განხილულია მანქანათმშენებლობისა და სხვა ტიპის ინდუსტრიული წარმოების, ასევე მქუბუქი მრეწველობისა და სურსათის, საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს შეფუთვის საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები და სატრანსპორტო-სასაწყობო სისტემების ფუნქციური, სტრუქტურული და კონსტრუქციული სქემების, გამოყენებული და რეკომენდებული აღჭურვილობის, ავტომატიზებული და ავტომატური უბნების, ხაზების, საამქროების დაპროექტების, აგების პრინციპები და ხერხები.
ნაშრომი გათვალისწინებულია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image
გ. წულუკიძე

ერგონომიკის საფუძვლები

უაკ: 331.015.11

სალექციო კურსში განხილულია ერგონომიკის საგანი, მისი მიმართულებები – ანთროპომეტრია, საინჟინრო ფსიქოლოგია, შრომის ფიზიოლოგია და შრომის ჰიგიენა.
სალექციო კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს  ერგონომიკის, როგორც სემეცნიერო დისციპლინის, სწორად გააზრებაში,  სასწავლო მასალის სრულად ათვისებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ (საპროექტო) გამოყენებაში.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

 

 

image
თ. ბარაბაძე, მ. კუმელაშვილი

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსები

უაკ: 622.323:662.764(479.22)

სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს საქართველოს ნავთობგაზიანი რეგიონების გეოლოგიური აგებულება. ნავთობისა და გაზის რეგიონული და ლოკალური დაგროვების დამოკიდებულება გეოლოგიურ აგებულებაზე, ნავთობისა და გაზის საბადოების აგებულების კანონზომიერებით არსებული წარმოდგენის განმტკიცება, ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიური კანონზომიერებები წიაღის ნავთობგაზიანობის პროგნოზირებისათვის.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image
მ. შარიქაძე, შ. კელეპტრიშვილი

დინამიკური გეოლოგია

უაკ: 551.3:551.2

სალექციო კურსის პირველ ნაწილში გადმოცემულია თანამედროვე წარმოდგენები დედამიწის, როგორც პლანეტის წარმოშობის, შინაგანი აგებულების, ფიზიკური თვისებების, გეოლოგიურ მოვლენათა დათარიღების, ტექტონიკური მოძრაობების ბუნების, განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ. მეორე, ძირითადი ნაწილი, ეძღვნება დედამიწის ზედაპირსა და მის წიაღში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების განხილვას; ნაჩვენებია ამ მოვლენების, როგორც დედამიწაზე მიმდინარე ცვლილებების მამოძრავებელი ძალების უნივერსალური ბუნება.
სალექციო კურსი გათვალისწინებულია გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი დაეხმარება მომიჯნავე დარგების მოსწავლე ახალგაზრდობას და გეოლოგიით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
ზ. ლობჟანიძე, თ. კვარაცხელია

სასოფლო-სამეურნეო კვლევებში ექსპერიმენტული მონაცემების სტატისტიკური ანალიზი

უაკ: 31:63

სალექციო კურსში მოცემულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში ექსპერიმენტული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის საკითხები.
სასოფლო-სამეურნეო და წყალსამეურნეო წარმოებების პირობებში სოფლის მეურნეობის დარგში ჩატარებული კვლევის საკითხების მეცნიერულ საფუძველზე გადასაწყვეტად დღევანდელ ეტაპზე აუცილებელია ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენება. ასეთ საკითხთა რიგს მიეკუთვნება ატმოსფერული ნალექების, აორთქლების, აორთქლებადობის, მცენარის წყალმოთხოვნილების, ნიადაგის წყლოვან-ფიზიკური თვისებების, ზედაპირული ჩამონადენის, მდინარის ხარჯების, და სხვა მახასიათებლების საანგარიშო მნიშვნელობების დადგენა და ამ მნიშვნელობებიდან მოსალოდნელი გადახრების განსაზღვრა. მელიორაციული ცდებისა და დაკვირვებების მონაცემების დამუშავება ვარიაციულ-სტატისტიკური მეთოდებით, სწორი დასკვნების გამოტანის მიზნით და ამ დასკვნების სარწმუნოობის შეფასება. მელიორაციული ღონისძიებებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას შორის ურთიერთკავშირის გამოკვლევა, ამ კავშირის დამაჯერებლობის შეფასება და მრავალი სხვა.
მიუხედავად ასეთი დიდი მნიშვნელობისა, აღნიშნული მათემატიკური მეთოდების გამოყენებას ჯერ კიდევ სათანადო ადგილი არ აქვს დათმობილი მელიორაციული განხრის სპეციალობების სასწავლო პროგრამებში.
სალექციო კურსი შედგენილია სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის სპეციალიზაციის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის მიხედვით და მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნული ხარვეზის ნაწილობრივ აღმოფხვრას.

 

 

image
Г. Цулукидзе

ДИЗАЙН МЕБЕЛИ

უაკ: 749.1:682.5

Лекционный курс посвящен основным принципам проектирования мебели, истории, этапам развития и стилям дизайна мебели.
Материал курса призван научить студентов индивидуальному и комплексному проектированию мебели для интерьеров с различными функциями.
„Дизайн мебели“ предназначен для студентов факультета архитектуры, градостроительства и дизайна Грузинского технического университета, которые в процессе учения проходят учебный курс дизайна мебели.

 

 

image
Г. Цулукидзе

ЭРГОНОМИКА

უაკ: 331.015.11

В лекционном курсе обсуждён и рассмотрен предмет эргономики, его основные на-правления - антропометрия, инженерная психология, физиология труда и гигиена труда.
Цель курса - помочь учащимся научиться правильно осознать эргономику как научную дисциплину, полностью освоить учебные материалы и использовать их в практике (проектировании).
Материал декций предназначен для факультета архитектуры, градостроительства и дизайна Грузинского технического университета - для студентов бакалавриата и магистратуры, которые в процессе учёбы изучают курс эргономики.