image-1
ნ. ნავაძე, ო. გელაშვილი

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები

უაკ: 656 13. 072

თანამიმდევრულად, იერარქიის შესაბამისად არის განხი­ლული  ძირითადი ნორმატიული აქტების მთავარი მოთხოვნები, მიღების და ძალაში შესვლის წესები, რომელთა პრაქტიკულად განხორ­ციელება დიდად გარანტირებულს გახდის საავტომობილო ტრანს­პორტის სფეროში საშემსრულებლო და ტექნოლოგიური პრო­ცესების სამართლებრივად წარმართვას, რაც უაღრესად მნიშ­ვნე­ლოვანია როგორც დარგის ხელმძღვანელი მუშაკები­სათვის, ისე სისტემაში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერ­სონალის და მათ­თან დაკავშირებული ფიზიკური თუ იური­დიული პირებისათვის.
განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის, ისე ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის მიმართულებების სტუ­დენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

 

 

image-1
მ. მესხი, გ. ჭიაურელი

გამოყენებითი გეოდეზიის პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 528.48 (076.5)

დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლე თეო­რიულ წანამძღვრებთან ერთად მოცემულია პრაქტიკული ხა­სიათის ცნობები საინჟინრო ნაგებობათა მიმოკ­ვლევის, დაპროექტებისა და ექს­პლუატაციის პერიოდებში შესა­სრულებელ სამუშაოებზე.
ყურადღება გამახვილებულია საინჟინრო ობიექტების გეო­დეზიური მომსახუ­რებისათვის საჭირო გეგმური და სასიმაღლო საყრდენი ქსელების პროექტების შეფასების მიახლოებით და ზუსტ მეთოდებზე.
განხილულია შენობა-ნაგებობათა გეოდეზიური უზრუნ­ველ­ყოფისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოები მსხვილი საინ­ჟინრო ობიექტების–ხიდების, ჰიდრო­ტექნიკური ნაგებობებისა და გვირაბებისათვის.
განკუთვნილია როგორც დამხმარე სახელმძღვანელო საინ­ჟინრო გეოდეზიის, გეოინფორმატიკის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრი­ატისა და მაგისტრატუ­რის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. მანველიძე, ნ. მაისურაძე, ნ. ბოლქვაძე

კითხვები და პასუხები ზოგად და არაორგანულ ქიმიაში

უაკ: 546

სასწავლო-მეთოდიკურ ლიტერატურაში კითხვა-პასუხის მეშვეობით განხილულია ზოგადი ქიმიის თითქმის ყველა თეორიული საკითხი. სტუდენტს საშუალება ექნება თანამედროვე ქიმიის მონაცემებზე დამყარებული კონკრეტული პასუხი მიიღოს შემდეგ საკითხებზე: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ელემენტთა პერიოდული სისტემა, არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები, ატომის აღნაგობა, ქიმიური ბმა; თერმოქიმია, ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები, დისპერსიული სისტემები, ხსნარები, არაელექტროლიტები; მარილთა ჰიდროლიზი, ჟანგვა-აღდგენა, ელექტროქიმია.
არაორგანული ქიმიის ნაწილში განხილულია s-ელემენტები, p - ელემენტები, d - ელემენტები. ყურადღება გამახვილებულია ქვეჯგუფის ელემენტების ზოგიერთი თვისების განსხვავებაზე. ახსნილია ამ განსხვავების მიზეზები. მოცემულია ამ ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების გამოყენება.