ს. მახაური

სატყეო ტაქსაცია – დენდრომეტრია

image-1

უაკ 634.0.5

ISBN 978-9941-28-087-0 (PDF)

80 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსი შედგენილია სასწავლო პროგრამის შესაბამისად და შედგება შვიდი ძირითადი განყოფილებისაგან. პირველ განყოფილებაში მოცემულია სატყეო ტაქსაცია-დენდრომეტრიაში გამოყენებული ძირითადი ხელსაწყო-იარაღები, რომლებიც გამოიყენება ხის და კორომის (მოჭრილ თუ მოუჭრელ მდგომარეობაში) დიამეტრის, სიმაღლის, სიგრძის, მზა პროდუქციის ასაზომად და კორომის ძირითადი მაჩვენებლების განსაზღვრისათვის. მეორე განყოფილებაში მოცემულია მზა პროდუქციის აღრიცხვა-შეფასება და ზეზემდგომი ხის მოცულობის განსაზღვრის მეთოდები. მესამე განყოფილება მოიცავს კორომის სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდებს. მე-4 განყოფილება შეისწავლის ხის და კორომის შემატების ტაქსაციას. მე-5 განყოფილება ადგენს და სწავლობს ტყის მასივების ზრდის მსვლელობის მეთოდებს. მე-6 განყოფილება შეისწავლის ტყეკაფების განსაზღვრის მეთოდებს. მე-7 განყოფილება მოიცავს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის პროგრამას. ცალკეული განყოფილებებისათვის მოყვანილია ზოგადი და კერძო ცხრილები, ფორმულები და სხვა მასალები, რომლის გამოყენებაც ხდება პრაქტიკულ საქმიანობაში.
სალექციო კურსის ზემოთ დასახელებულ განყოფილებებში წარმოდგენილი მასალები სავსებით საკმარისია სასწავლო კურსის წარმატებით შესასწავლად.
გამოცემა ძირითადად გათვალიწინებულია სატყეო სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ამას გარდა იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე მეტყევე სპეციალისტებს და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს ტაქსაცია-დენდრომეტრიის ცალკეული საკითხების გარკვევაში.