უაკ 007
ISBN 978-9941-28-115-0 (PDF)
152 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში „ფიჭური მობილური კავშირის ტექნოლოგიები“ განხილულია მობილური კავშირის ის ტექნოლოგიები, რომლებიც შეიქმნა მესამე თაობის (3G) მობილური კავშირის სისტემების და ქსელების აგების შემდეგ. ესენია მეოთხე თაობის (4G) მობილურ კავშირზე გარდამავალი ტექნოლოგიები, დამყარებული მონაცემების პაკეტურ გადაცემაზე (HSPA). ნაშრომში წარმოდგენილია ტექნოლოგია WiMAX, რომლის თეორიული ბაზა მე-4 და შემდგომი თაობების მობილური კავშირის ტექნოლოგიების საფუძველია. აღწერილია ეფექტური კოდირების, მრავალანტენიანი (MIMO) და ადაპტური ანტენების გამოყენების საკვანძო საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მე-4 თაობის უახლეს ტექნოლოგიას –LTE Advanced, რომელიც თავის მხრივ წინამორბედი და საფუძველია შემდგომი თაობების (5G, 6G, 7G) მობილური ქსელების შექმნისათვის.სალექციო კურსში ბოლო (მე-7) თავი ეძღვნება მომავლის მობილური კავშირის ტექნოლოგიების კონცეფციების, შესაძლებლობების და პარამეტრების განხილვას, წინააღმდეგობების წარმოჩენას და მათი გადაჭრის გზების ძიებას.გამოცემა განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა მომზადებისათვის ტელეკომუნიკაციის სასწავლო პროგრამით. ანალოგიური დასახელების საგანი იკითხება მე-4 კურსზე, მეორე სემესტრში. ის წარმატებით შეიძლება გამოიყენოს დამხმარე ლიტერატურად მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, რომლებიც სწავლებას გადიან ტელეკომუნიკაციის სასწავლო პროგრამებით.