ლ. ამილახვარი

ქართული დემოკრატიის თავისებურებანი

image-1

უაკ 321

ISBN 978-9941-20-934-5

168 გვერდი

დამტკიცების თარიღი 17.05.2017


 

დამხმარე სახელმძღვანელო „ქართული დემოკრატიის თავისებურებანი“ ეხება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - დემოკრატიის პრობლემებს და ქართული პოლიტიკური სპეციფიკიდან გამომდინარე იკვლევს დემოკრატიის განვითარების თავისებურებებს საქართველოში, დაწყებული დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან თანამედროვე ეტაპამდე. ნაშრომში განხილულია ქართული დემოკრატიის იდეის ევოლუციის ეტაპები საქართველოს პირველი პირების მოღვაწეობის ანალიზის ფონზე.
ნაშრომში გამოწვლილვითაა მოცემული ქართული პოლიტიკური აზრის განვითარების ეტაპები დინამიკაში დემოკრატიზაციის განვითარების მიმართულებით და ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ყველაზე ცხელი თემები. ამ პოლიტიკური პროცესების ინტერპრეტაციის სფუძველზე ჩამოყალიბებულია ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია არა მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერებების შემსწავლელი სტუდენტებისათვის, არამედ პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.