უაკ 513:515
ISBN 978-9941-28-457-1 (ყველა ნაწილი) (PDF), 978-9941-28-458-8 (პირველი ნაწილი) (PDF)
32 გვერდი
დამტკიცების თარიღი 04.04.2019
დამხმარე სახელმძღვანელოს ძირითადი პედაგოგიური კონცეფცია დამუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში. რვეულში შეტანილი ამოცანები დაყოფილია თხუთმეტი პრაქტიკული მეცადინეობის გათვალისწინებით და შეესაბამება მოქმედ სილაბუსს. ამოცანების პირობები მოცემულია როგორც გრაფიკული გამოსახულებების, ისე ტექსტური ინფორმაციის საშუალებით.
სამუშაო რვეული განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურისა და აგრარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.