უაკ 721.021.22
ISBN 978-9941-28-017-7 (ყველა ნაწილი) (PDF); 978-9941-28-544-8 (პირველი ნაწილი) (PDF)
138 გვერდი
დამტკიცების თარიღი 05.07.2019
სალექციო კურსში განხილულია სამოქალაქო შენობების ძირითადი არქიტექტურულ-კონსტრუქციული სისტემები და ელემენტები. დეტალურადაა გაანალიზებული საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში გამოყენებული კონსტრუქციული სისტემები, თანამედროვე საფასადე მასალები. არქიტექტურული ობიექტების ელემენტების მაგალითებზე განხილულია ფასადისა და არქიტექტურულ-კონსტრუქციული ელემენტების მოწყობის კვანძები.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.