უაკ 681.326.3
ISBN 978-9941-28-621-6
165 გვერდი
დამტკიცების თარიღი 10.12.2020
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემული ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება ძირითადად ვიზუალური მოდელირების სისტემა Simulink-ში, რომელიც კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტის - MATLAB-ის გაფართოებაა. რამდენიმე ლაბორატორიული სამუშაო ტარდება პაკეტ Sygnal Processing Toolbox-ის ფუნქციებით. ზოგიერთი სამუშაოს თეორიულ ნაწილში მოყვანილია MATLAB-ის პროგრამები.
ლაბორატორიული სამუშაოები ეხება Simulink-ის ბლოკების შემდეგ ჯგუფებს: სიგნალის წყაროებს (Sources), სიგნალის რეგისტრატორებს (Sinks), სიგნალის ატრიბუტებს ((Signal Attributes), არაწრფივ ბლოკებს (Discontinuities), სიგნალების მარშრუტიზაციის ჯგუფს (Signal Routing), მათემატიკური ოპერაციების ჯგუფს (Math Operations), ლოგიკური და ბიტობითი ოპერაციების ჯგუფს (Logic and Bit Operations), უწყვეტ (Continuous) და დისკრეტულ (Discrete) ბლოკებს. აღნიშნული ბლოკები გამოიყენება სიგნალების ციფრული დამუშავების მოდელირებისათვის. პაკეტ Sygnal Processing Toolbox-თან დაკავშირებული ლაბორატორიული სამუშაოები ეთმობა სიგნალების ფორმირებას, ამპლიტუდურ და სიხშირულ მოდულაცია/დემოდულაციას.
ნაშრომი განკუთვნილია „ტელეკომუნიკაციისა“ და „რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის“ დეპარტამენტების ბაკალავრებისათვის, რომლებსაც ეკითხებათ შესაბამისი საგანი მე-2 კურსზე.