უაკ 551.49
ISBN 978-9941-28-649-0 (PDF)
112 გვერდი
დამტკიცების თარიღი 10.12.2020
სალექციო კურსი „ჰიდროგეოლოგიური დარაიონების ფაქტორები და პრინციპები“ შედგენილია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ბერდი ზაუტაშვილის სახელმძღვანელოების: „ზოგადი ჰიდროგეოლოგია“ (თსუ, 1997 წ.) და „რეგიონალური ჰიდროგეოლოგია“ (სტუ, 2003 წ.) მიხედვით. მასში განხილულია წყალ-შემცველი სისტემები, ჰიდროგეოლოგიური დარაიონების პრინციპები და ფაქტორები, კონტინენტების, ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურები; აღწერილია ძირითადი წყალშემცველი ჰორიზონტები, კომპლექსები და ზონები; განხილულია ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურების ნაირსახეობათა სისტემატიზაციის, ასევე ჰიდროგეოქიმიური, ჰიდროდინამიკური და ტემპერატურული ზონალობების მიხედვით მიწისქვეშა წყლების განაწილების საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია ჰიდროგეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის ასევე გამოადგება გეოლოგიის დარგის სხვა სპეციალობის სტუდენტებსაც.