უაკ 621.565
ISBN 978-9941-20-676-4
204 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.10.2015
სახელმძღვანელოში განხილულია სამაცივრო დანადგარის დასაპროექტებლად საჭირო საწყისი მონაცემები; აღწერილია მისი სამშენებლო-საიზოლაციო კონსტრუქციები და თბოიზოლაციის გაანგარიშება, სივრცითი დაგეგმარების პირობები; მაცივრისათვის კომპრესორის, საორთქლებლის, კონდენსატორისა და დამხმარე მოწყობილობების შერჩევის მეთოდიკა; სამაცივრო დანადგარის სქემის შერჩევისა და დაპროექტების საფუძვლები. წიგნი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, სამაცივრო დანადგარების, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სისტემების სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; გამოადგებათ ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.