მ. ცინცაძე, ნ. გეგეშიძე, ნ. კილასონია

არაორგანული ქიმიის კურსი
(S- და P-ელემენტები)

image-1

უაკ 546

ISBN 978-9941-28-699-5 (PDF)

192 გვერდი

დამტკიცების თარიღი 22.10.2020


 

სახელმძღვანელოში განხილულია s- და p-ელემენტების და მათი ძირითადი ნაერთების დახასიათება, ნაერთების მიღების ხერხები, აღნიშნული ელემენტების მნიშვნელოვანი ნაერთები, განხილულია მათი გამოყენების სფეროები. გამოცემა მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული არაორგანული ქიმიის კურსის ყველა ძირითად საკითხს. გარდა ამისა მოყვანილია ისტორიული ცნობები ელემენტების და ნაერთების აღმომჩენების შესახებ. საკითხები წარმოდგენილია თანამედროვე დონეზე, განხილულია ზოგიერთი რეაქციის მექანიზმი, წიგნი აგებულია ისე, რომ სტუდენტს გაუადვილდეს პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება. გამოცემას თან ერთვის ქიმიური ნივთიერებების აღმნიშვნელი უსაფრთხოების სიმბოლოები და მათი განმარტება.

სახელმძღვანელო გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც ქიმიური და მეტალურგიული ტექნოლოგიის ფაკულტეტის, აგრეთვე სხვა სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ქიმიით დაინტერესებულ პირთათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები