ა. საყვარელიძე

პორტები და საპორტო ნაგებობები
II ნაწილი

image-1

უაკ 725.34

ISBN 978-9941-28-574-5 (ყველა ნაწილი) ISBN 978-9941-28-890-6 (II ნაწილი)

560 გვერდი

დამტკიცების თარიღი 05.04.2022


 

სახელმძღვანელოში განხილულია ჰიდროტექნიკური საზღვაო ნაგებობების დაპროექტების ძირითადი დებულებები; საზღვაო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში გამოყენებული მასალები, მათი სახეობები და თვისებები; ნაგებობებში გამოყენებული კონსტრუქციებისა და მასალების კოროზიისგან დაცვის საკითხები; პორტის შემომზღუდავი, გემმისადგომი და სპეციალური დანიშნულების ტალღადამცავი ნაგებობები, მათი კლასიფიკაცია და კონსტრუქციები; ნაგებობების დანიშნულება და გამოყენების სფეროები.

მოცემულია ნაგებობებზე მოსული დატვირთვა და ზემოქმედება, ნაგებობათა ძირითადი საანგარიშო მაჩვენებლები და მათი გაანგარიშების საკითხები, ასევე ამრიდი და გემთსაბმელი მოწყობილობები, გემთსაშენი და გემთსარემონტო ქარხნების ჰიდროტექნიკური ნაგებობები, დოკები, საპორტო ნაპირდამცავი ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ნაგებობების კლასიფიკაცია, გაანგარიშებები და გამოყენების ასპექტები.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები