გ. აბუთიძე, გ. გელიტაშვილი

საბანკო სისტემის ფუნქციონირება არამდგრად ეკონომიკურ გარემოში

image-1

უაკ 336.7

ISBN 978-9941-28-959-0

192 გვერდი

დამტკიცების თარიღი 07.04.2023


 

მონოგრაფიაში ასახულია არამდგრად ეკონომიკურ გარემოში საბანკო სის­ტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ასპექტები. ლოგიკური თანამიმდევ­რობითაა განხი­ლული ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფინანსური სფეროს კონ­ცეფციები და პრობ­ლემები გლობალიზაციის პირობებში,  ბანკის ფინანსურ მდგრა­დობაზე მოქმედი ფაქ­ტორები და უზრუნველყოფის მექანიზმები თანამედროვე ეტაპზე, ბანკის ფინან­სური მდგრადობის შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა, ბანკების ადაპტაციისა და ტრანს­ფორმაციის მნიშვნელობა არამდგრად  ეკონომიკურ გარემოში, შვეიცარიისა და საქარ­თველოს საბანკო სისტემების თანამედროვე მდგო­მარეობა, კლიმატთან დაკავში­რებული რისკების გავლენა საბანკო სისტემის ფუნ­ქცი­ონირებასა და მდგრადობაზე, საბანკო სექტორის განვითარების ძირითადი მი­მართულებები: მდგრადობის ამაღ­ლება და ტრანსფორმაციის დაჩქარება, აგრეთვე საქარ­თველოს საბანკო სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების პერსპექტივები.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სა­ბანკო საქმის კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით, ხოლო საბანკო სექ­ტორის ფუნქციონირებისა და განვითარების შემოთავაზებული ასპექტები და მი­მარ­თულებები დახმარებას გაუწევს საბანკო სექტორის სტაბილური ფუნქციონი­რებ­ის, საზედამხედველო ღონისძიებების დახვეწის, ფინანსური სექტორის სტაბი­ლურობაზე კლიმატთან დაკავშირებული რისკების გავლენის საკითხების შესწავ­ლით დაინტერესებულ პირებს.