მ. ცეცხლაძე, ნ. ძაგანია, ლ. ბალახაშვილი

მეთოდური მითითებები ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები - 2“

image-1

უაკ 621.38

ISBN 978-9941-28-980-4

64 გვერდი

დამტკიცების თარიღი 07.07.2023


 

დისციპლინის „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები“ შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომელიც ითვალისწინებს ელექტრულ წრედებში მიმდინარე ელექტრო­მაგნიტური პროცესების გამოკვლევის მეთოდების პრაქტიკულად ათვისებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფორ­მირებას. ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების სიმარტივის და თვალსაჩინოების მიზნით განსაკუთრებული ადგილი უკავია ექსპერმენტის დროს კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, რომლის დროსაც ერთსა და იმავე ლაბორატორიული მოდულის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა ინტერაქტიური მოდელები. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტურია ელექტრული წრედის მოდელირებისათვის გამო­ყენებული კომპიუტერული პროგრამა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულ მეთოდურ მითითებებში განხილულია ელექტრული წრედის მო­დელირებისათვის ერთ-ერთი მძლავრი კომპიუტერული პროგრამა – Design Soft Tina. პროგრამის მთავარი მენიუ საკმაოდ ინფორმაციულია, რომლის ყოველი ქვემენიუ შეიცავს სხვადასხვა კომპონენტის ფართო ნაკრებს. პროგრამის ელემენტთა ბიბლიოთეკაში არსებული წრედის ელემენტები და გამზომი ხელსაწყოები ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მათი სქემაზე აღნიშვნების შესაბამისია. ნაშრომში ნაჩვენებია წრედის ელემენტების სამუშაო არეში გამოტანის და მათი ურთიერთდაკავშირების სიმარტივე. წრედში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების ეფექტურ გამოკვლევას უზრუნველყოფს პროგრამაში გამოყენებული მრავალრიცხოვანი მოქნილი ანალიზის მეთოდები, განსაკუთრებით აღსანიშნავია დამყარებული და გარდამავალი რეჟიმების ანალიზის სიმარტივე და თვალსაჩინოება, რომლის დროსაც შესაძლებელია წრედის პარამეტრების ვარირება და შესაბამისად სასურველი შედეგების მიღება.

მეთოდურ მითითებებში მოცემულია სხვადასხვა ვირტუალური გამზომი ხელსაწყო, რომლებიც გაზომილი სიდიდეების ციფრული ან ცხრილის სახით წარმოდგენის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით საყუ­რადღებოა პროგრამის უნარი, რომლის დროსაც სპეციალური საცეცის გამოყენებით შესაძლებელი ხდება წრედის ნე­ბისმიერ ადგილას ელექტრული სდიდეების გაზომვა. ნაშრომში ნაჩვენებია Design Soft Tina პროგრამულ გარემოში გამოსაკვლევი ელექტროტექნიკური მოწყობილობის მოდელირებისა და მასზე ექსპერიმენტის ჩატარების თავისებუ­რებები, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.

მეთოდური მითითებები შეიცავს ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების მე-2 ნაწილის 7 ლაბორა­ტო­რიულ სამუშაოს, რომლებიც როგორც თემატიკით, ისე მოცულობით პასუხობს შესაბამისი სპეციალობის სილაბუსებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემული მეთოდური მითითებები დისციპლინაში „ელექ­ტრო­ტექნიკის თეორიული საფუძვლები - 2“ თავისი შინაარსით და აქტუალობით  ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების პროცესს უფრო წარმატებულს და მიმზიდველს ხდის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები