უაკ 008
ISBN 978-9941-512-23-0
336 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2023
სახეთა ამოცნობა სათავეს ინჟინერიაში იღებს, მაშინ, როდესაც მანქანური სწავლება კომპიუტერული მეცნიერებიდან წარმოიშვა. თუმცა ეს მიმართულებები განიხილება, როგორც ერთი და იგივე სფეროს ორი ასპექტი. მათ ერთად განიცადეს მნიშვნელოვანი განვითარება ბოლო ათი წლის განმავლობაში. აღნიშნული მიმართულებები მეცნიერების ძალზე აქტუალური, თანამედროვე ნაწილებია და ფართოდ გამოიყენება ადამიანის საქმიანობის მრავალ დარგში.
სახელმძღვანელოში განხილულია მანქანური სწავლების ძირითადი მეთოდები, მათი რეალიზაციის ალგორითმები და გამოყენების მაგალითები. კერძოდ, ისეთი საკითხები, როგორიცაა დამოკიდებულების აღდგენა, გადაწყვეტილების თეორია, ინფორმაციის თეორია, ალბათური განაწილებები, ალბათური მოდელები, რეგრესიის წრფივი მოდელები, ბაიესური მოდელები, კლასიფიკაციის წრფივი მოდელები, მანქანური სწავლების ალგორითმები, ნეირონული ქსელები და ბირთვული მეთოდები.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს სხვადასხვა დარგში მომუშავე მკლევრებსა და მეცნიერებს.