უაკ 004.9
ISBN 978-9941-520-39-6
120 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2024
ინფორმაციული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ბიზნესში, ისე სოციუმში მიმდინარე პროცესებსა და მოქალაქე-სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში. საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფართო სპექტრის საინფორმაციო და გამოთვლითი სისტემები ხდის შესაძლებელს განხორციელდეს მართვის მოქნილი და ეფექტური სტილი.
ნაშრომში განხილულია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების გავლენა მენეჯმენტის სტილზე, საწარმოს ინფორმაციულ კულტურაზე და საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე. განხილულია ინფორმაციის შენახვის საკითხები - მონაცემთა ბაზებისა და მონაცემთა საცავების ორგანიზება, ინფორმაციის დამუშავების ამოცანები და პროცესები, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება მონაცემთა დამუშავებიდან ცოდნის მართვამდე.
აღწერილია ერთიანი საინფორმაციო სივრცის ფორმირების პროცესი, პრობლემები და პერსპექტივები. ინტერნეტ/ინტრანეტ ტექნოლოგიები, ბიზნესში მათი გამოყენება და როგორც ამის ლოგიკური გაგრძელება - ელექტრონული კომერცია. ნაჩვენებია საზოგადოების ინფორმატიზაციის გზაზე არსებული პრობლემები. არაფორმალური საინფორმაციო სივრცის როლი და გავლენა. განხილულია ელექტრონული მმართველობის საკვანძო საკითხები. ნაშრომში პარალელურად განხილულია ყველა ის ტექნიკური საშუალებები, რომლის გარეშეც შეუძლებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება აღწერილ პროცესებში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან სასწავლო კურსს ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესში და გამოყენებითი ინფორმატიკა.