უაკ 72
ISBN 978-9941-14-860-6
24 გვერდი
დამტკიცების თარიღი 08.07.2010
ნაშრომი წარმოადგენს მეთოდური ხასიათის სახელმძღვანელოს არქიტექტურის სფეროში პროფესიული უმაღლესი განათლების მისაღებად, ითვალისწინებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დამუშავებული პროგრამის მოთხოვნებს და მიზნად ისახავს პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისთვის სპეციალისტის მომზადებას არქიტექტურის სფეროში კვალიფიკაციით – „დიპლომირებული სპეციალისტი არქიტექტურაში“.ნაშრომში ჩამოყალიბებულია სწავლის პროცესთან და ძირითადად საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული მოთხოვნები.წარმოდგენილი მეთოდური მითითებები დახმარებას გაუწევს სწავლის პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რათა დასაწყისიდანვე შეექმნათ წარმოდგენა სწავლების სპეციფიკაზე, სასწავლო დატვირთვის შინაარსსა და ხასიათზე, თითოეული დისციპლინის როლსა და მნიშვნელობაზე, საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.