უაკ 625.75.4
ISBN 978-9941-20-054-0
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2011
მონოგრაფია დაწერილია სადისერტაციო ნაშრომის მიხედვით, რომელიც შესრულებულია ტმდ, პროფესორ გარბერტ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით. სწორედ მისი გულისხმიერებითა და თანადგომით შესრულდა წარმოდგენილი სამუშაო, რისთვისაც დიდი მადლიერებით ქედს ვიხრი ამ უდიდესი პიროვნებისა და მეცნიერის ხსოვნის წინაშე. ნაშრომში შემუშავებულია მანგანუმის მადნის შლამების ფლოტაციის პროცესის მათემატიკური მოდელი; დასმულია ოპტიმიზაციის ამოცანა და მის გადასაჭრელად გამოყენებულია წრფივი დაპროგრამების მეთოდის გრაფიკული ვარიანტი; ჩამოყალიბებულია პროცესის მართვის ალგორითმი; მოცემულია მიზნისა და შეზღუდვის ფუნქციების მოდელები; ნაჩვენებია რეჟიმული სიდიდით შემაშფოთებელი სიდიდის შეცვლის ხერხი. მანგანუმის შლამების ფლოტაციის პროცესის ოპტიმიზაციის შემოთავაზებული მეთოდი საშუალებას იძლევა მივიღოთ მოცემული ხარისხის კონცენტრატის მაქსიმალური გამოსავალი. ეს მეთოდი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა მადნების ფლოტაციის პროცესის ოპტიმიზაციისთვის.წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ამ დარგში მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის. იგი სასარგებლო იქნება აგრეთვე მამდიდრებელი ფაბრიკების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.