უაკ 625.1; 625.11; 625.17(075.8);
ISBN 978-9941-20-208-7
381 გვერდი
დამტკიცების თარიღი 20.07.2012
მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი მიმართულებები და აქტუალური პრობლემები, რომლებიც განპირობებულია საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის დაჩქარებული ტემპით, მისი სტრატეგიული მნიშვნელობით და სხვა უმნიშვნელოვანესი მოტივებით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ინტეგრაცია მსოფლიოს სატრანსპორტო სისტემაში, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი და ხელსაყრელი სატრანსპორტო მაგისტრალის Traseca-ს სახით. დამუშავებული და გაანალიზებულია მრავალი საკვანძო პრობლემა, როგორიცაა: რკინიგზის საიმედოობისა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები; რკინიგზისა და მისი ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის არსი და მისი დაგეგმვა; ეროვნული ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბების საკითხები; სალიანდაგო კომპლექსის რესურსდამზოგი და ახალი ტექნოლოგიები; სალიანდაგო კომპლექსის მართვის სტრუქტურის, დაგეგმვისა და განვითარების თანამედროვე მიმართულებები; საქართველოში ვიწროლიანდიანი რკინიგზის გამოყენების პერსპექტივები. წიგნი განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო-ტექნიკური სპეციალისტების, მკვლევრების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და სტუდენტებისათვის.