ა. ინგოროყვა, გ. ცაავა

ფინანსური მენეჯმენტი
თეორია, მეთოდები და პრაქტიკა

II ტომი

image-1

უაკ 336

ISBN 978-9941-14-861-3 (ყველა ტომი), 978-9941-14-863-7 (მეორე ტომი)

696 გვერდი

დამტკიცების თარიღი 19.05.2010


 

განიხილება ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ფინანსების მართვის ძირითადი საკითხები თანამედროვე პირობებში. ჩამოყალიბებულია ფინანსური პოლიტიკის, ფინანსური სისტემისა და ფინანსური მენეჯმენტის თეორიული საფუძვლები, ქვეყნის ეკონომიკის მართვის საერთო სისტემაში ფინანსების ადგილი. სახელმწიფო კრედიტის, ბიუჯეტის, გადასახადების, ბიუჯეტგარეშე სპეციალური ფონდების, საბანკო სისტემის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტების გადამცვლელი პუნქტების, დაზღვევის, ფასიანი ქაღალდების როლი, ფინანსების ძირითადი ფუნქციები, დანიშნულება, ასევე ფინანსური მენეჯმენტის კონცეპტუალური საფუძვლები, ფინანსური ბაზარი, აქტივების, კაპიტალის, ინვესტიციების, ფინანსური ნაკადების, რისკების, ანტიკრიზისული ფინანსური მართვის საკითხები.
გაშუქებულია ფინანსური მათემატიკის საკვანძო საკითხრები, როგორიცაა: საბაზისო ფინანსური მაჩვენებლები, ფულის დროითი ღირებულების პროგნოზირება, სასესხო დავალიანების დაფარვის, ანუ კრედიტის ამორტიზაციის გეგმის შედგენის ვარიანტები, ფულადი მასის მართვის მოდელის პარამეტრების სრულყოფის, ასევე საბანკო მულტიპლიკატორის თავისებურებები და პროცენტის ძირითადი ფუნქციების ჩამოყალიბების პირველი მცდელობაა შემოთავაზებული. საკმაო ყურადღება ეთმობა წარმოების წრებრუნვის პროცესში ფინანსების წარმოშობის თავისებურებებს მარკეტინგული სტრატეგიის პირობებში.
სახელმძღვანელო დამუშავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოცისალური ფაკულტეტის „საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის“ მიმართულებაზე (კათედრაზე), რომელშიც განიხილება საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ფინანსების მართვის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები ავტორების სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების გათვალისწინებით.
განკუთვნილია ფინანსური მენეჯერებისათვის, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებისათვის, უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისათვის, ბაკალავრებისათვის, მაგისტრანტებისათვის, დოქტორანტებისათვის, ფინანსური საქმიანობით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები