უაკ 2
ISBN 978-9941-20-601-6
199 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2014
შედარებითი ღვთისმეტყველების ძირითადი ამოცანა თანამედროვე ქრისტიანული კონფესიების სარწმუნოებრივ და ზნეობრივ სწავლებათა კრიტიკული მიმოხილვაა. ასეთი კრიტიკული მიმოხილვის აუცილებლობა ეკლესიის დაფუძნებისთანავე წარმოიქმნა. გარკვეულწილად შეიძლება იმის თქმაც, რომ ადრეული ეკლესიის აზროვნებაში და მით უმეტეს მსოფლიო კრებების ეპოქაში საყოველთაო სწავლების ჩამოყალიბებისას შედარებითი ღვთისმეტყველების ელემენტები გამოიყენებოდა. ის, რაც I–VIII საუკუნეებში ხდებოდა, ჭეშმარიტების ძიება იყო, რომელიც ხშირად ტრაგიკულად სრულდებოდა და თვით ქრისტეს ეკლესიის არსებობას უქმნიდა საფრთხეს. ძიების მიზეზი ჭეშმარიტების არცოდნა იყო, შედეგი კი, როგორც წესი, მშვიდობა და ღვთის შემეცნება. განკუთვნილია როგორც სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე თეოლოგიით დაინტერესებული ფართო წრისთვის.