ნ. ბოჭორიშვილი, ი. ბოჭორიშვილი

შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე და უსაფრთხოების
ტექნიკის საფუძვლები

I ნაწილი


image-1

უაკ 629.13.658.82

ISBN 978-9941-14-789-0 (ყველა ნაწილი),978-9941-14-790-6 (პირველი ნაწილი)

432 გვერდი

დამტკიცების თარიღი 21.01.2010


 

სახელმძღვანელოში „შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე და უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები“ განხილულია უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლების შემდეგი ძირითადი საკითხები: პირველი ნაწილი – შრომის კანონმდებლობის საფუძვლები, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაცია, შრომის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებანი, საინჟინრო ფსიქოლოგია, მეტეოროლოგიური პირობები, სამრეწველო ვენტილაცია, განათება, მაიონიზებელი გამოსხივება, ხმაური და ვიბრაცია. მეორე ნაწილი – ელექტრული უსაფრთხოება, წნევის გავლენით მომუშავე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სახანძრო პროფილაქტიკა, მანქანა-მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სანიტარული ნორმები.
სახელმძღვანელო შედგენილია პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენოს აგრეთვე ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
აღნიშნულ სასწავლო დისციპლინაში წინამდებარე სახელმძღვანელო პირველი ნაშრომია ქართულ ენაზე. ამდენად იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. ყოველგვარი საქმიანი შენიშვნა და რჩევა დიდი მადლიერების გრძნობით მიიღება ავტორების მიერ და გაითვალისწინება შემოდგომ გამოცემაში.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები