უაკ 681.3
ISBN 978-9941-20-034-2
134 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.11.2011
წინამდებარე სახელმძღვანელოში აღწერილია კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტი – MATLAB მათემატიკური სისტემა (MATLAB 7.5.0 ვერსია), რომელიც ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო და საინჟინრო პრობლემების გადასაწყვეტად. MATLAB-ის მეშვეობით სრულდება ნებისმიერი სირთულის მათემატიკური გამოთვლები და ხდება ამოცანების ამოხსნა როგორც ანალიზური, ასევე რიცხვითი სახით – საჭიროების შემთხვევაში მათი გრაფიკული წარმოდგენით. წიგნში განხილულია MATLAB-ის ძირითადი ცნებები და განსაზღვრებები, აღწერილია ფუნქციები, ბრძანებები, დაპროგრამების ოპერატორები და სიმბოლური ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობები. სახელმძღვანელოს თან ერთვის დანართები, რომლებშიც მოყვანილია პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის მეთოდები და შესაბამისი პროგრამები. ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და მეცნიერი მუშაკებისათვის.