გ. ძიძიგური

ორგანიზაციული მართვის ინფორმაციული
ტექნოლოგიები

image-1

უაკ 008

ISBN 978-9941- 28-008-5 (PDF)

104 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში განხილულია ორგანიზაციულ მართვასთან და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, ორგანიზაციის სტრუქტურის შექმნისა და მართვის პრინციპები, გამოყენებითი ინფორმატიკის, ინფორმატიზაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების საშუალებით მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტის მეთოდები, ორგანიზაციის მართვის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხები.
თითქმის ყველა სფეროს განვითარების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. საქმიანობის მნიშვნელოვან და ფართოდ გავრცელებულ სფეროს, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს, წარმოადგენს მართვის სფერო. მართვის პროცესში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად ძირეულად იცვლება მართვის ტექნოლოგია (გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, მათი შესრულების ორგანიზაცია და ა.შ.), მაღლდება მმართველობაში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და მოტივაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მართვისა და, შესაბამისად, საქმიანობის ეფექტიანობას.
ლექციების კურსი შექმნილია სასწავლო კურსისთვის, „ორგანიზაციული მართვის ინფორმაციული ტექნოლოგიები“ და შედეგად სტუდენტები გაეცნობიან მართვის პროცესების თეორიულ საკითხებს, ორგანიზაციის სტრუქტურების შექმნის პრინციპებსა და მახასიათებლებს, ინფორმაციას თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების შესახებ.