ა. გოჩოლეიშვილი, დ. კუპატაძე
ჭაურების მშენებლობა და
რეკონსტრუქცია

უაკ 622.675
ISBN 978-9941-28-041-2 (PDF)
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში გაშუქებულია ვერტიკალური გვირაბების მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესები. აღწერილია ჭაურის პირის გაყვანისა და გამაგრების ძირითადი პროცესები, მოცემულია ჭაურის აგების სქემები. ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს, სანგრევის განიავებას, ქანის დატვირთვას და მის განტვირთვას დღისეულ ზედაპირზე, წყალამოღვრას და მუდმივი სამაგრის ამოყვანის სამუშაოებს. ასევე განხილულია ჭაურების აგების თანამედროვე მოწყობილობები და კომპლექსები.
ნაშრომში, გარდა ჭაურების მშენებლობის ძირითადი პროცესებისა, დეტალურად არის გადმოცემული ჭაურების რეკონსტრუქციის (ჩაღრმავების) ტექნოლოგიური პროცესები. აღწერილია ჭაურების რეკონსტრუქციის ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით ჩაღრმავების ხერხები, მათი თანმხლები პროცესები და თანამედროვე მოწყობილობათა კომპლექსები.
ნაშრომი დიდად შეუწყობს ხელს სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებს საგნის ცოდნისა და გაცნობიერების ამაღლებაში.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- ფენოვან საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგია – გ. მაჩაიძე, დ. კუპატაძე
- კარიერების დაპროექტება – თ. შარაშენიძე, გ. მაჩაიძე, დ. კუპატაძე
- საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების საფუძვლები – გ. მაჩაიძე, დ. კუპატაძე
- ქანების მასივის მდგომარეობის მართვა ღია წესით დამუშავების დროს – თ. შარაშენიძე, გ. მაჩაიძე, დ. კუპატაძე
- მიწისქვეშა სამთო სამუშაოების პროცესები – გ. მაჩაიძე, დ. კუპატაძე
- გვირაბების მშენებლობის თანამედროვე მეთოდები – ა. გოჩოლეიშვილი, ზ. ლებანიძე, დ. კუპატაძე
- აფეთქებითი სამუშაოები – ა. გოჩოლეიშვილი, დ. კუპატაძე
- აფეთქებითი სამუშაოები – ა. გოჩოლეიშვილი