უაკ 634.0.6
ISBN 978-9941-28-029-0 (PDF)
104 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსი „სატყეო მეურნეობის ეკონომიკა“ დაწერილია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. მასში გათვალისწინებულია დარგის ცნობილი მეცნიერების მოსაზრებები. განხილულია საქართველოს ბუნებრივი და სხვა სახის რესურსების პოტენციალი და თავისებურებანი, დეტალურადაა განხილული და წარმოდგენილი ტყის მნიშვნელობასახალხო მეურნეობისთვის, სატყეო მეურნეობის საწარმოო პოტენციალი, ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები სატყეო მეურნეობაში, ძირითადი და საბრუნავი ფონდები, ტყის მართვაში ეფექტიანი სამეურნეო გადაწყვეტილებების ეკონომიკური შეფასება და ა. შ. სალექციო კურსი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმის“ სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.