დ. ნატროშვილი

სამშენებლო და სამელიორაციო მანქანები

image-1

უაკ 626.87:628.366:62-397

ISBN 978-9941-28-090-0 (PDF)

96 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში განხილულია სამშენებლო და სამელიორაციო მანქანები, მათი მუშაობის პრინციპები, მოცემულია ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა და სამუშაო ორგანოების რეგულირებები. კერძოდ დახასიათებულია ღია სარწყავი და დამშრობი არხების გასაყვანი, არხების მოსაპირკეთებელი და არხსაწმენდი მანქანები, ძირითადი სამუშაო ორგანოები და რეგულირებები. განხილულია ღია და დახურული დრენაჟის მოსაწყობი, აგრეთვე კულტტექნიკური სამუშაოების ჩასატარებელი მანქანები, საექსპლუატაციო პარამეტრები. სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარწყავი მანქანები, წვეთოვანი რწყვის თანამედროვე სისტემები, მათი საექსპლუატაციო პარამეტრები და რეგულირებები.
წიგნი განკუთვნილია აგროსაინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომელთა მიზანია დაეუფლონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიებს, სამშენებლო და სამელიორაციო მანქანების სამუშაო ორგანოების ძირითად რეგულირებებსა და საექსპლუატაციო პარამეტრების განსაზღვრის მეთოდებს, სამშენებლო და სამელიორაციო მანქანებისა და სისტემების ეფექტურად გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების საქმეში.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები