უაკ 624.15:338.24
ISBN 978-9941-28-155-6 (PDF)
72 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია ფინანსური მენეჯმენტის როლი სამშენებლო ბიზნესში, სისტემის რეგულირების ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრების მართვის მექანიზმები, ფინანსური დაგეგმვა და ინვესტიციების მართვა, ქვეყანაში არსებული დაფინანსება-დაკრედიტების სისტემა, გადასახადები და მისი მართვა.შესწავლილია ფინანსური ინსტიტუტების სახეები და დაფინანსების თავისებურებანი, სამშენებლო ფირმის ფინანსები და მისი მართვის მეთოდები, ძირითადი და საბრუნავი კაპიტალი და მისი მართვის მეთოდები, საინვესტიციო საქმიანობის საფუძვლები და ინვესტიციების მართვის მეთოდები, განსაზღვრულია გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაფინანსირება, ვადიანი სესხები და ლიზინგები, საქართველოს ეკონომიკაში არსებული საკრედიტო რესურსების განთავსების ძირითადი მიმართულებები, ფულის ღირებულება დროში, ფირმის შემოსავლების, ხარჯების, მოგებისა და დანახარჯების მართვის მეთოდები და ა.შ.გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის პროგრამა „მშენებლობის მენეჯმენტის“ სტუდენტებისათვის.