ჯ. ბერიძე, ი. ცქვიტინიძე, მ. გაბადაძე

სატელეკომუნიკაციო ქსელების
აგების საფუძვლები

image-1

უაკ 681.3

ISBN 978-9941-28-174-7 (PDF)

112 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში, წარმოდგენილია მსოფლიოში ფართოდ განვითარებული არხების კომუტაციის მეთოდი, ამ მეთოდით აგებული ქსელები და სისტემები, აღწერილია მათი კომპონენტები. ექსპლუატაციაში შევიდა პროგრამული მართვის მქონე საკომუტაციო სადგურები. ეს იყო წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლებლობა შექმნა მომსახურების სახეების ორგანიზება განხორციელებულიყო პროგრამული უზრუნველყოფის ბაზაზე. ინტელექტუალური ქსელების კონცეფცია ითვალისწინებს მომსახურების პროცედურების უზრუნველყოფის ფუნქციურ განაწილებას, მათ საერთაშორისო სტანდარტებით სპეციალიზაციას, რაც საშუალებას აძლევს კავშირგაბმულობის ქსელების ოპერატორებს დანერგონ მომსახურების ახალი სახეები თავიანთი ქსელების ინფრასტრუქტურის მაქსიმალური ეფექტურობის გამოყენებით.
განხილული საკითხები წიგნში ჩამოყალიბებულია თავებად: გადაცემის მრავალარხიანი სისტემები; სატელეკომუნიკაციო ქსელებში გამოყენებული სიგნალები; კაბელები სატელეკომუნიკაციო ქსელებში;  რადიოკავშირი; რადიოკავშირის ხაზები; მოძრავი კავშირის სისტემები და ქსელები;თანამგზავრული კავშირის სისტემები; უძრავი და მოძრავი გამოსახულების გადაცემა; ტელეხედვა; ტელეკომუნიკაციის ქსელებისა და კომუტაციის სისტემების აგების პრინციპები; მომავალი თაობის ქსელების (NGN) არქიტექტურა და პროტოკოლები; ელექტრული კვების მოწყობილობები.
ლექციების კურსი განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის II კურსზე ამავე დასახელების საგნის შესწავლად. იგი შეიძლება გამოიყენონ ტელეკომუნიკაციის პროგრამის მაგისტრანტებმა, როგორც საცნობარო მასალა.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები