უაკ 330
ISBN 978-9941-20-657-3
445 გვერდი
დამტკიცების თარიღი 30.03.2016
მონოგრაფიის სტრუქტურა თანამიმდევრულად ასახავს საკვლევი მასალის რიგითობას.მკითხველი პირველად გაეცნობა საზოგადოების კრეატიული განვითარების თეორიულ-მეთოდოლოგიურ ასპექტებს, შემდეგ ყურადღებას გადაიტანს განათლებასა და ცოდნაზე როგორც კრეატიული განვითარების საფუძველზე, მომდევნო ნაწილში გაერკვევა ქალაქის როგორც კრეატიული განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალაში, შემდეგ კი - ახალი იდეების წარმოშობისა და განვითარების მეთოდებში, დასკვნითი ნაწილის თემატიკის კრიტიკული გააზრებით შეძლებს გააცნობიეროს სამერმისო გლობალური პრობლემები და გამოწვევები.მონოგრაფია განკუთვნილია მათთვის, ვინც ცდილობს გაერკვეს საზოგადოების კრეატიული განვითარების თანამედროვე რთულ და მრავალფეროვან სოციალურ-ეკონომიკურ, ურბანულ და ტექნოლოგიურ პრობლემებში და დაინტერესებულია მათი გადაწყვეტით.