უაკ 577.47/.48
ISBN 978-9941-28-257-7 (PDF)
112 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.06.2018
სალექციო კურსში განხილულია ის პრიორიტეტები და სიახლეები, რომლებიც განაპირობებს საქართველოში ცალკეული საქმიანობისათვის გარემოსდაცვითი სანებართვო სისტემის გაუმჯობესებას. აღნიშნულია, რომ გაფართოვდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის განხორციელებას. ძირეულ სიახლედ არის დანახული სანებართვო სისტემის გაუქმება და მის ნაცვლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურის შემოღება. სიახლეა ისიც, რომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობებმა საწყისი ეტაპებიდანვე შესაბამისი თანამიმდევრობით უნდა გაიარონ სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურები. აღსანიშნავია, აგრეთვე, დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გაფართოებული მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებათა მაქსიმალურად გათვალისწინებას.სალექციო კურსში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის განხილვას, რაც პრინციპულისიახლეა მთლიანად ქართული გარემოსდაცვითი საკანონმდებლო სივრცისათვის. მნიშვნელოვან სიახლედ არის აღქმული ამავე კოდექსში მოცემული საქმიანობის წარმართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და, აგრეთვე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების ძირეული მოთხოვნები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის გარემოსდაცვით საკანონმდებლო ევროდირექტივებთან.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა „გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოების“ ფარგლებში. იგი ასევე შეიძლება გამოადგეს დამხმარე სახელმძღვანელოდ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.